მთავარი » ფაილები » ალერგოლოგია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
mkurnali.geძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ანტიბიოტიკების მიღება რომ არ დასჭირვებოდეს. მოსალოდნელია თუ არა ამ პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქცია? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი გართულებები? რჩევისთვის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ ალერგოლოგს ირინა დიდმანიძეს მივმართეთ.
ალერგოლოგია | ნანახია: 2215 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

mkurnali.geმწვავე ალერგიული დაავადებების განვითარების მექანიზმებზე, მათი მიმდინარეობის თავისებურებებსა და მართვის პრინციპებზე გვესაუბრება "ჯანმრთელობის სახლის" ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორიბაია ბეზარაშვილი:

- ალერგია თანამედროვე მედიცინის გლობალური პრობლემაა. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტს აწუხებს ატოპიის ანუ ალერგიისადმი გენეტიკური განწყობის რომელიმე კლინიკური გამოვლინება.

ალერგოლოგია | ნანახია: 2874 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები

დღეს, როცა ალერგიას ყველა კარგად იცნობს, ხშირად კითხულობენ: მაინც რომელი წამალია ყველაზე ეფექტური ალერგიის დროს, რომელი მათგანის მიღება ჯობს? მოდი, მიმოვიხილოთ ალერგიის დროს რეკომენდებული მედიკამენტები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ ამ კითხვას. ანტიალერგიული ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ასუსტებენ ორგანიზმის რეაქციას ალერგენების მიმართ ან ბლოკავენ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას - ჰისტამინს. ანტიალერგიული საშუალებები სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმით გამოდის - ტაბლეტის, კაფსულის, სითხის, ცხვირის სპრეის, თვალის წვეთების, მალამოსა თუ საინექციო ფხვნილის/ხსნარის სახით. საზღვარგარეთ მათი ნაწილი თავისუფლად იყიდება, ნაწილის შეძენა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი.

ალერგოლოგია | ნანახია: 14245 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ალერგიული ბავშვი

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც შვილი ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი? რა ვაჭამოთ პატარას, ავცრათ თუ არა, როდის და როგორ ვასეირნოთ, რომ ალერგიისგან დავიცვათ? ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება.


- რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?
- თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა

ალერგოლოგია | ნანახია: 1658 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (2)

პოლინოზი მცენარეული ალერგია

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა. ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს. დაავადებას თივის ცხელებას უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. პოლინოზის განვითარების რისკფაქტორებია ალერგიით (ატოპიით) დატვირთული გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები ხარობენ და ბავშვის ადრეული გადაყვანა ძროხის რძით კვებაზე.

ალერგოლოგია | ნანახია: 2532 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)