მთავარი » ფაილები » მედიცინის სიახლენი

ანაფილაქსია - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა
2012-04-10, 9:08 PM

ლბათ, მრავალ თქვენგანს გაუგონია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც პაციენტი, ვთქვათ, მტკივანი კბილის მკურნალობისას, ნოვოკაინის ან მისი მსგავსი რომელიმე პრეპარატის ჩხვლეტისთანავე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილა და ექიმებს მისი გადარჩენა ვერ მოუხერხებიათ, ან ახლობლისგან მოგისმენიათ ამბავი, რომ მისი ნაცნობი ფუტკრებმა დაკბინეს და მძიმე ალერგიული რეაქციისგან მისი დახსნა ძლივს მოხერხდა. ყოველივე ამაში ბრალი მიუძღვის ორგანიზმის ანაფილაქსიურ რეაქციას, რომლის შესახებაც საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის ექიმი, რეანიმატოლოგი თამაზ ფოცხვერიაგვესაუბრება.

- ტერმინი "ანაფილაქსია" ფრანგმა ფიზიოლოგმა შარლემ რიშემ შემოიღო, რომელმაც 1913 წელს ანაფილაქსიის გამოკვლევისთვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიიღო. ანაფილაქსიური შოკი ანუ ანაფილაქსია ელვისებური ალერგიული რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმის მგრძნობელობის მკვეთრი მომატების ფონზე ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის, მწერის შხამის და სხვა) განმეორებითი შეჭრის დროს. ანაფილაქსიური რეაქცია წამლისმიერი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა, რომელიც ათიდან 1-2 შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება.  სიკვდილის უშუალო მიზეზებია:

  • სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა (ყველაზე ხშირად);
  • არტერიული წნევის მყარი დაქვეითება;
  • თავის ტვინის შეშუპება.

ანაფილაქსია მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ანტისხეულებს, რომლებიც საჭიროა იმ დაავადებების (იმ რეაქციების) წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომლებსაც იწვევს ორგანიზმში სრულიად უვნებელი ნივთიერებების მოხვედრა, მაგალითად, კვების გზით. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერებებთან პირველი კონტაქტის დროს ალერგიული რეაქცია შეიძლება არ აღიძრას, მაგრამ ორგანიზმი მაინც გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ამავე ნივთიერებასთან მეორე კონტაქტის დროს კი ანტისხეულები მოქმედებას იწყებენ და დიდი რაოდენობის ჰისტამინს წარმოქმნიან. სწორედ ჰისტამინი მიიჩნევა ანაფილაქსიის მიზეზად. ანაფილაქსიური შოკი ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც წესი, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წამში ან წუთში (მაქსიმუმ 2 საათში). საინტერესო ის გახლავთ, რომ არც ალერგენის დოზას და არც ორგანიზმში მისი შეჭრის გზას (ჩასუნთქვით, კანზე თუ კანქვეშ მოხვედრით) ანაფილაქსიური შოკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ანაფილაქსია შეიძლება ალერგენის უმნიშვნელო დოზამაც გამოიწვიოს. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რომელიმე პრეპარატის დიდი დოზა შოკის სიმძიმესა და მიმდინარეობის ხანგრძლივობას საკმაოდ ზრდის.


ანაფილაქსიური შოკის მიზეზები
ანაფილაქსიური შოკი შეიძლება მოჰყვეს თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ჩარევებს, სადაც წამლების (პენიცილინი და მისი ანალოგები, სტრეპტომიცინი, ვიტამინი ბ1, ამიდოპირინი, ანალგინი, ნოვოკაინი და სხვა), იმუნური შრატების, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებაა საჭირო, ასევე - ალერგენების საშუალებით ჰიპომასენსიბილიზებელ თერაპიასა და კანის სინჯებს, სისხლისა და ეგრეთ წოდებული სისხლის შემცვლელების გადასხმის დროს დაშვებულ შეცდომებს და სხვა. ანაფილაქსიის მიზეზად შეიძლება იქცეს საკვებიც: კაკალი, მოლუსკები (ლობსტერები, კრევეტები), რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, ქუნჯუთი. ანაფილაქსიას ხშირად იწვევს კრაზანისა და ფუტკრის ნაკბენი. ანაფილაქსიური შოკი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სპორტულმა ვარჯიშმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვარჯიშის ან დატვირთვის წინ ადამიანს ალერგიის გამომწვევი პროდუქტი აქვს მიღებული. მტვერმა და სხვა ალერგენებმა, რომლებიც ჰაერით გადაიტანება, იშვიათად შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია გამოიწვიოს. არსებობს ნივთიერებები, რომლებიც ანაფილაქტოიდურ რეაქციას იწვევს. ამ ტიპის რეაქცია ძალიან ჰგავს ანაფილაქსიას და ისეთივე სერიოზული გართულებები მოჰყვება, როგორიც ამ უკანასკნელს. ანაფილაქტოიდური რეაქციის მიზეზი ყველაზე ხშირად არის თევზი, ლატექსი, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, მაგალითად, პენიცილინი და სხვა.


კატეგორია: მედიცინის სიახლენი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1344 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: