მთავარი » ფაილები » დიეტოლოგია

პროდუქტები, რომლებიც კიბოსგან გვიცავს
2012-04-10, 10:29 PM
პროდუქტები, რომლებიც კიბოსგან გვიცავს

სპეციალისტთა დაკვირვებით, არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნებიან: გრეიპფრუტი, ბროკოლი, ჭარხალი, შოკოლადი და ა.შ. ისინი არა მხოლოდ გემრიელ საკვებს წარმოადგენენ, არამედ ძალიან საჭირო და სასარგებლოცაა. ეს პროდუქტები აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში, გახსოვდეთ, ისინი კიბოსგან დაგიცავენ.


1. ანანასი ასუფთავებს, წმენდს სისხლს
ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ხელს უშლის ატიპური უჯრედების გამრავლებას.


2. პომიდორიშეიცავს ლიკოპენს
სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები უკავშირდება პომიდორში ლიკოპენის არსებობას. ეს ნივთიერება ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, რომელიც, მეცნიერების აზრით, თავისი ეფექტურობით წინ უსწრებს A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს.


3. ბროკოლი ფასეულია კუჭისთვის
არც ისე დიდი ხანია მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლი სულფორაფანს შეიცავს. ეს ნივთიერება აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს განვითარებას.


4. ზეითუნის ზეთი იცავს მკერდს
მეცნიერები დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ ხმელთაშუა ზღვის მცხოვრები ქალბატონები იშვიათად ავადდებიან მკერდის კიბოთი. მაინც რა არის ამის მიზეზი? აღმოჩნდა, რომ ზეთისხილის მჟავა, რომელსაც ზეითუნის ზეთი შეიცავს, იცავს ამ დაავადებისგან. იქ კი კერძების უმრავლესობა სწორედ ზეითუნის ზეთით მზადდება.


5. მსხვილად დაფქვილი ხორბლის პური გამოდევნის მავნე ნივთიერებებს
ასეთი პური სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას უჯრედისსა და ბოჭკოვან საკვებზე. შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კანცეროგენებს.


6. ყურძენი სხვადასხვა სნეულებას კურნავს
წითელი და შავი ყურძენი დიდი რაოდენობით ბიოფლავონოიდებს შეიცავს - ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნას ეწინააღმდეგებიან.


7. წიწმატი ბლოკავს სიმსივნეს
წიწმატი განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს სისხლში, რაც სიმსივნის წარმოქმნას ეწინააღმდეგება. უჯრედების დაზიანებას ხელს უშლის ნივთიერება ფენეტილ იზოთიოციანატი.


8. მანგოსტინი რადიკალების წინააღმდეგ
ასე უწოდებენ ამ ტროპიკულ ხილს აღმოსავლეთში. მანგოსტონი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და B12 ვიტამინს. ვიტამინები A, C და E თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ.


9. შოკოლადი გვავსებს ენერგიით
ის ფასობს კაკაოს მარცვლებით, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია კიბოსგან დამცავი ანტიოქსიდანტებით. შეარჩიეთ ისეთი შოკოლადი, რომელიც არანაკლებ 65% კაკაოს შეიცავს.


10. წითელი ჭარხალი ეხმარება ღვიძლს
შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ბეტაინს, რომელსაც ნორმაში მოჰყავს ღვიძლის მუშაობა. გარდა ამისა, ჭარხალში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედებს.


11. გრეიპფრუტი გვავსებს ძალით
ის მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამორჩება პომიდორს მძლავრი ანტიოქსიდანტის - ლიკოპენის პროცენტული შემცველობით. მიაქციეთ ყურადღება: რაც უფრო წითელი შეფერილობისაა გრეიპფრუტის რბილობი, მით მეტია მასში ლიკოპენი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორი კვება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საქმეშე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენებას ნამდვილად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს კიბოს განვითარებას. ამის მიზეზია მათში სასარგებლო მიკროელემენტების დიდი შემცველობა, რომელთაც ძალუძთ კანცეროგენული ნივთიერებების ნეიტრალიზება ან ორგანიზმზე მათი ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება. ამ პროდუქტებს შორის არის ანტიოქსიდანტების შემცველი ნამდვილი "რეკორდსმენები", მათ "ანტისიმსივნურ" პროდუქტებსაც უწოდებენ. აუცილებლად ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში!


შეარჩიეთ მუქი ჯიშები
მაგალითად, ყურძენი. მასში შემავალი ნივთიერების რესვერატროლის წყალობით ყურძენს შეუძლია არა მხოლოდ თავიდან აგაცილოთ სიმსივნის წარმოქმნა, არამედ შეებრძოლოს ამ მავნე დაავადებას. როგორც მეცნიერები ამტიცებენ, ყურძენი გამორჩეულად ქმედითია კუჭის, ნაწლავებისა და მკერდის სიმსივნის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი და შავი ყურძნის ჯიშები. ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა ყურძნის ჭამა კანიანად და კურკებიანად (მათში განსაკუთრებით ბევრია რესვერატროლი). ის ასევე დიდი რაოდენობითაა მშრალ წითელ ღვინოსა და კონცენტრირებულ ყურძნის წვენში.


ასეთი ტკბილი და შაქრიანი...
ჭარხალს ავთვისებიან სიმსივნეებთან ბრძოლისას მთავარ ბოსტნეულად მიიჩნევენ. მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სპეციალური ნივთიერება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს სიმსივნეზე (ანტოციანების წითელი პიგმენტები) 8-ჯერ მეტია ჭარხალში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბოსტნეულში! გარდა ამისა, ჭარხალი განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში PH-ის ნორმალიზაციის პროცესებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხალი, რომელიც წითელი ფერითაა გაჯერებული, თეთრი წრეების გარეშე.


კატეგორია: დიეტოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1489 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: