ე ვიტამინი უძილობისას მეხსიერებას აუმჯობესებს - მედიცინის სიახლენი - ფაილების კატალოგი - ვიზრუნოთ ჯამრთელობაზე
სამშაბათი, 2014-09-02, 3:22 AM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

მიიღე ჩვენგან რჩევები და იყავი ჯამრთელი

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » მედიცინის სიახლენი

ე ვიტამინი უძილობისას მეხსიერებას აუმჯობესებს
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (8.7Kb) ] 2012-04-10, 8:39 PM

ე ვიტამინი უძილობისას მეხსიერებას აუმჯობესებს
საიდუმლო არ არის, რომ უძილობა ნეგატიურად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე. რამდენიმე ხნის წინ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ E ვიტამინს უძილობისას მეხსიერების გაუმჯობესება შესძლებია. ცნობილია, რომ E ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ამცირებს ისეთი გარეგანი ფაქტორების არასასურველ გავლენას, როგორებიცაა დაბინძურებული ჰაერი, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა. გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.

უძილობა აუარესებს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივ მეხსიერებას, E ვიტამინი კი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს ტვინის სამიზნე ზონებიც, რომლებზეც მოქმედებს E ვიტამინი. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთი, ნიგოზი, მზესუმზირა, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით - ბროკოლი და ისპანახი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ნატურალური სახით (დ-ალფატოკო-ფეროლი), ასევე პრეპარატის ფორმითაც, თუმცა პირველი ჯობს, ვინაიდან უფრო ეფექტურია.


ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარება ლითონების ბრალი ყოფილა
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ალცჰაიმერის, პარკინსონის და მათი მსგავსი დაავადებები ახალი კუთხით დაენახათ. ამისთვის მათ ადამიანის ტვინზე ლითონების (რკინის, თუთიის, სპილენძის) გავლენის შესწავლა დაიწყეს და გაარკვიეს, რომ დაავადებულებს თავის ტვინში რკინისა და სპილენძის ანომალიური დონე აქვთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ლითონის იონები ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მათ შორის ენერგიის მისაღებად და ცილის სტრუქტურის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქიმიური რეაქციების წამოწყებას უწყობს ხელს. ასაკით ან ავადმყოფობით გამოწვეული ბიოლოგიური ცვლილებების შედეგად ორგანიზმში ლითონთა ბალანსი შეიძლება დაირღვეს. პენი სტეიტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს კონორი აცხადებს, რომ მართალია, რკინა რეაქციაში შედის ჟანგბადთან, რითაც ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, მაგრამ, ამასთან, თავისუფალ რადიკალებსაც წარმოქმნის. ტვინში ლითონის სიჭარბე ტოქსიკურია, რაზეც ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაავადებულთა კვლევის შედეგები მეტყველებს. მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი ეშლი ბუში ამბობს: "თაგვებს არ შეუძლიათ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან კავშირის მქონე ტაუ-პროტეინის გამომუშავება და როცა ორგანიზმში რკინის კონცენტრაცია მაღალია, ისევე როგორც სიბერეში, დაავადებათა სიმპტომები იჩენს თავს. როცა ცხოველებს ჭარბი რკინისგან გამათავისუფლებელ პრეპარატს ვაძლევდით, სიმპტომები ქრებოდა. ესე იგი ნორმალურად მომუშავე ტაუ-პროტეინს ჭარბი რკინის გაქრობა შეუძლია". სპილენძის დაგროვებასა და ტვინის დაზიანებას შორის არსებულ კავშირზე სხვა გამოკვლევებიც მიუთითებს. ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაავადებულებს არაერთხელ დაუდასტურდათ თუთიის ანომალიურად დაბალი დონე. როგორც ჩანს, თუთია ხელს უწყობს მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ნეირონებს, ჰიპოკამპში ერთმანეთს დაუკავშირდნენ.


გადატრიალება აივ-ინფექციის დიაგნოსტიკაში
"დეილი მეილის" ცნობით, უახლოეს მომავალში აივ-ინფექციის გამოსავლენი სისხლის ტესტი შესაძლოა მარტივმა ჯიბის ტესტმა შეცვალოს, რომელიც საკვლევ მასალად ღრძილებიდან აღებულ ნაცხს გამოიყენებს. მაკგილის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ სისხლის ალტერნატიული ტესტის დიაგნოსტიკური სიზუსტე რისკჯგუფებში 99%-ს უტოლდება, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში - 97%-ს. ტესტი OraQuick HIV1/2 არ იყენებს ნერწყვს - შიდსის ანტისხეულების შემცველი მასალის აღება პირდაპირ ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებიდან უნდა მოხდეს. ნაცხში მათი არსებობის შემთხვევაში ტესტი ანტისხეულებს 20 წუთში ავლენს. ტესტის შემქმნელი სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი ნიტიკი პანტ პაი, აცხადებს, რომ ორალური ტესტი სისხლის სტანდარტულ ტესტზე გაცილებით მოხერხებული და მარტივია. იგი არაინვაზიურია და უმტკივნეულო. ამ ტესტის წყალობით ადამიანები აივ-ინფექციაზე შემოწმებას მალე თავად ჩაიტარებენ. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის დოქტორს, გამოკვლევის თანაავტორ როზანა პილინგს მიაჩნია, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც აივინფიცირებულების დისკრიმინაცია შეინიშნება და იმავდროულად შიდსით ავადობის მაჩვენებელი მაღალია.

კატეგორია: მედიცინის სიახლენი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 926 | რამოტვირთვები: 96 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ika-gabe   (2012-04-10 8:39 PM)
heart

სახელი *:
Email:
კოდი *:
RSS

სექციის კატეგორიები

მედიცინის სიახლენი [5]
ქალი [5]
მამაკაცი [5]
პედიატრია [5]
სტომატოლოგია [5]
ფიტოთერაპია [5]
ალერგოლოგია [5]
დიეტოლოგია [5]
ნარკოლოგია [5]
კანი, კუნთები, ძვლები [5]
ქირურგია [5]
ფსიქონევროლოგია [1]
ონკოლოგია [0]
კოსმეტოლოგია [0]
დაავადებები, მკურნალობა [0]
ექიმები ხუმრობენ [0]
პროფილაქტიკა [0]
სხვადასხვა [0]
სამედიცინო ტესტი [0]
დიაგნოსტიკა [0]

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონთ რჩევები ?
სულ პასუხი: 14

საიტის მეგობრები

სტატისტიკა