მთავარი » ფაილები » კანი, კუნთები, ძვლები

როგორ მოვირჩინოთ დახეთქილი ქუსლები
2012-04-10, 10:56 PM
როგორ მოვირჩინოთ დახეთქილი ქუსლები

არ შუახნის ქალი, ქუსლებზე მაქვს ნახეთქები და გაუხეშებული კანი, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. გთხოვთ, ხალხური საშუალებებიდან რამე მირჩიოთ სამკურნალოდ.


დახეთქილი ქუსლები მხოლოდ უსიამოვნო შესახედავი კი არ არის, არამედ ფიზიკურ დისკომფორტსაც იწვევს. ტკივილის გამო ადამიანს ზოგჯერ სიარულიც კი უჭირს. ქუსლები, ჩვეულებრივ, კანის მომეტებული სიმშრალის გამო სკდება.

სიმშრალე კანის ელასტიკურობას ამცირებს, მაგრამ ადამიანი ამას დიდხანს ვერ ამჩნევს და არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად, პროცესი კი სულ უფრო ღრმავდება. ქუსლები უმეტესად მას უსკდება, ვისაც დარღვეული აქვს ნივთიერებათა, კერძოდ, ცილოვანი და ამინომჟავური ცვლა, აკლია A და E ვიტამინები, აქვს გასტრიტი, ესა თუ ის ენდოკრინული დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ანდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებს. ქუსლებზე ნახეთქების გაჩენას პროვოცირებას უწევს სინთეტიკური წინდებისა და უხეში, მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება. თუ ამ პრობლემას დროულად მიაქცევთ ყურადღებას და მის რეგულარულ მკურნალობას შეუდგებით, რამდენიმე ხნის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ _ ნახეთქები გაქრება, კანი აღდგება და პრობლემაც მოგვარდება. ნახეთქების მკურნალობა სამკურნალო პროცედურების რეგულარულ ჩატარებას და კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. მთავარია, ნებისყოფა გეყოთ, არ დაიზაროთ და ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოთ! ქუსლებზე არსებული ნახეთქების სამკურნალო საშუალებები უმთავრესად ვაზელინის საფუძველზეა დამზადებული. ვაზელინი სუფთა სახითაც საუკეთესოდ ატენიანებს კანს, არბილებს და აშუშებს ნახეთქებს. მის გამოყენებამდე, სასურველია, ფეხები ბორისმჟავაგარეულ ცხელ წყალში დაირბილოთ (ერთი ჩაის კოვზი ბორის მჟავა ერთ ჭიქა წყალზე). აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, ქუსლებზე ვაზელინი წაისვით, პლასტირი დაიკარით და დილამდე გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ, სანამ ნახეთქები სულ მთლად არ გაქრება. არსებობს ნახეთქების მკურნალობის ასეთი მეთოდიც: აიღეთ ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა თანაბარი რაოდენობით, აურიეთ ერთმანეთში და შეათბეთ. მიღებული მასა ბამბის ტამპონით ქუსლებზე წაისვით. აცადეთ შეშრობა. შემდეგ ასეთივე მეთოდით მეორე და მესამე შრეც გადაისვით. აპკი რომ არ მოგძვრეთ, დოლბანდის ნახვევით დაიმაგრეთ. 24 საათით თუ არა, მთელი ღამით მაინც გაიჩერეთ. შემდეგ სოდიან-საპნიანი აბაზანა გაიკეთეთ, აპკი ფრთხილად მოიცილეთ და ქუსლები პემზის ქვით შეძლებისდაგვარად დაიმუშავეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუ ნახეთქები ღრმაა, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ქუსლები ანტიბიოტიკების შემცველი მალამოებით დაიმუშავეთ. კარგია პროპოლისის, A და E ვიტამინების შემცველი საშუალებები. მკურნალობის გარეშე დატოვებულ ნახეთქებში შესაძლოა სოკოვანი დაავადება განვითარდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება. ისინი ნახეთქებზე წრიული მოძრაობებით რეგულარულად უნდა შეიზილოთ. ქუსლებზე კანი ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველდღიურად, თბილი წყლის პროცედურების შემდეგ, ნახეთქებზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ. ძალზე სასარგებლოა პერიოდულად ცხიმიანი კრემით მასაჟის გაკეთებაც. კრემი, სასურველია, წინასწარ შეათბოთ და შემდეგ რამდენიმე ხნის განმავლობაში ინტენსიური მოძრაობებით ქუსლებზე შეიზილოთ. ასეთი მასაჟი აუმჯობესებს ქუსლებში სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას. ზემოთ აღწერილი პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია ბამბის წინდების ჩაცმა და მთელი ღამით დატოვება. რაც შეეხება მცენარეულ საშუალებებს:

ლ ქუსლებზე კანის დასარბილებლად და ნახეთქების მოსაშუშებლად სასარგებლოა ვაშლის ან ხახვის ფაფის კომპრესი. წვრილ სახეხზე ჩახეხეთ ერთი წვნიანი ვაშლი ან მცირე ზომის ხახვის ბოლქვი, მიღებული ფაფა მკვრივი ქსოვილის ნაჭერზე წაუსვით, ქუსლებზე მიიდეთ და გადაიხვიეთ. სასურველია, მთელი ღამით გაიჩეროთ. ღრმა ნახეთქების დასატენიანებლად იმავე პროცედურას ახალი პომიდვრით იტარებენ.
ლ ქუსლებზე ნახეთქებს განსაკუთრებით სწრაფად აშუშებს მზიურას, იმავე კულმუხოს ფესვების ცხელი კომპრესები. კულმუხო უძველესი დროიდან ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მისი ცალკეული კომპონენტები კოსმეტოლოგიური საშუალებების შემადგენლობაში შედის და ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში. თუ კულმუხოს ფესვების ცხელ კომპრესებს ყოველდღიურად გამოიყენებთ, ნახეთქები მალე მოგიშუშდებათ.
ლ დახეთქილი ქუსლების სამკურნალო კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა კომბოსტოს ფურცლის კომპრესი. ის მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ, დილით მოიხსნათ და ნახეთქებზე დამატენიანებელი კრემი შეიზილოთ. 
ლ კარტოფილი კანიანად მოხარშეთ ჩაშლამდე. შემდეგ კანი მოაცილეთ, ჩაჭყლიტეთ და თავისივე ნახარში დაამატეთ. ამ გათხევადებულ თბილ მასაში ფეხები 30-40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ, ნახეთქებზე აბუსალათინის ზეთი ან რომელიმე ცხიმიანი კრემი წაისვით და ბამბის წინდები ამოიცვით. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ.


კატეგორია: კანი, კუნთები, ძვლები | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1297 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: