მთავარი » ფაილები » კანი, კუნთები, ძვლები

როგორ ცხოვრობენ ადამიანები "წითელი სახით"
2012-04-10, 10:56 PM
როგორ ცხოვრობენ ადამიანები "წითელი სახით"

გთხოვთ, მოგვითხროთ ერითროფობიის შესახებ. ვიცი, რომ მის სამკურნალოდ კეთდება ოპერაცია. მაინტერესებს, სად აკეთებენ მას და რა ჯდება. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს.


ბლაშინგ-სინდრომი სახის მოულოდნელი გაწითლებაა, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგია. როგორ ცხოვრობენ ადამიანები "წითელი სახით"? ვისაც ეს არ გამოუცდია, მას მხოლოდ შეუძლია ივარაუდოს:

ბუნების მიერ ბოძებული სიმორცხვე შებოჭილობაში გადაიზრდება, კარიერული წინსვლის შანსი სულ უფრო მეტად მცირდება, პირადი ცხოვრება მოუგვარებელია, ხანგრძლივი დეპრესია და შიში, რომ ბლაშინგ-სინდრომს ვერაფერს მოუხერხებ, - ასეთია "ორგანიზმის თავისებურება", მისი "ფიზიოლოგია", - სულ უფრო მეტად გიწამლავს სიცოცხლეს. ბლაშინგ-სინდრომს ერთვის ერითროფობია - მოულოდნელად გაწითლების შიში, არადა, შიში, საზოგადოდ, უეცარი, თუნდაც მცირედი მღელვარება, იმპულსებს გადასცემს ნერვულ სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, სხეულის გარკვეული ნაწილებისკენ მის გაძლიერებულ მიწოდებას იწყებს. მოულოდნელი გაწითლების მიზეზები ჯერ კიდევ შეუსწავლელია; გაუგებარია, რა იწვევს სახეზე სისხლძარღვების ანომალიურ გაფართოებას. ერითროფობია სიტყვასიტყვით "წითელი სახის შიშია". დაავადებად მისი მიჩნევა მართებული არ იქნება (მიუხედავად იმისა, რომ თავად სიტყვა ძალიან ჰგავს დაავადების სახელწოდებას). ეს უფრო ორგანიზმის იშვიათი თავისებურებაა.


საიდან წარმოიშვა ერითროფობია
ადამიანმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მღელვარებისას წამოწითლების თვისებაც მიიღო. "წინაპრებში" უძველეს ადამიანებს ვგულისხმობთ, რადგან რომელიმე ცხოველში მსგავსი თვისება ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ - სახის გაწითლება თავისი არსით სწორედ ადამიანური ფიზიოლოგიური რეაქციაა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედების ანარეკლია საფრთხის მომენტში ორგანიზმის რესურსების მობილიზაციისთვის. შესაძლოა, მრისხანების ან მღელვარების დროს სახის წამოწითლება სასარგებლოც კი იყო ქვის ხანის ადამიანისთვის, რადგან გარშემო მყოფებს უსიტყვოდ აცნობებდა მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ. თუმცა ადამიანი, რომელმაც ორგანიზმის ძველი თავისებურებები შეინარჩუნა, სოციალური, სხვების აზრზე დამოკიდებული  არსება გახდა, ასეთ ვითარებაში კი ვეგეტატიური სისტემის აქტიურობის გამოვლენა შესაძლოა არასწორად აღიქვან. მაგალითად, საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ სახის წამოწითლება სიცრუის, არაგულწრფელობის ნიშანია. ბიზნესმენებს მოლაპარაკებების წარმოებისა ეშინიათ, იურისტებს - სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისა, ყმაწვილი გოგონასთან საუბარს გაურბის, და ეს ყველაფერი - გაწითლების შიშით. მრავალი "წითელსახიანი" უარს ამბობს კარიერულ წინსვლაზე, იცვლის პროფესიას, მკვეთრად ზღუდავს სოციალურ აქტიურობას. ასე მიჰყავს ადამიანი სახის სიწითლეს სერიოზულ პრობლემამდე, რომელიც უახლოვდება ნევროზებსა და აკვიატებულ შიშებს. ზემოთქმულიდან ადვილად გამოვიტანთ დასკვნას, რომ ერითროფობია ხშირად, უფრო მეტიც - თითქმის ყოველთვის, სოციოფობიასთან, ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშთან არის შერწყმული, ეს უკანასკნელი კი ერითროფობიის გარეშეც შეიძლება არსებობდეს და ამ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების საქმეა. მედიცინის ისტორიაში აღწერილია შედარებით იშვიათი  შემთხვევებიც, კერძოდ, ერითროფობიისგან დამოუკიდებელ სოციოფობიას საბოლოო ჯამში შესაძლოა ადამიანი ერითროფობიამდეც მიეყვანა. ასეთი კომპლექსი ძალიან ადვილად შეიძლება ჩამოყალიბდეს. საკმარისია, ადამიანი იყოს მორცხვი, ჰქონდეს სოციოფობიის საწყისი გამოვლინებები და ახასიათებდეს ძლიერი განცდა, თუნდაც ერთხელ გაწითლდეს და შეამჩნიოს, რომ ამით ირგვლივ მყოფების ყურადღება მიიქცია. მანკიერი წრე ადვილად იკვრება - სოციოფობიას თან სდევს ერითროფობია და - პირიქით. სხვათა შორის, ამ ყველაფერს ხშირად ჰიპერჰიდროზიც ანუ გაძლიერებული ოფლიანობაც ერთვის. გარდა ამისა სიწითლე არცთუ იშვიათად სხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგალითად:

  • გარეგანი ფაქტორებით: ულტრაიისფერი დასხივებით, კლიმატური პირობებით, თავისებური საკვებითა და სტრესით, - რომლებიც სისხლის მიკროცირკულაციას აძლიერებს;
  • შინაგანი ფაქტორებით: ემოციური დატვირთვით, ყავისა და ცხარე საკვების ხშირი მოხმარებით;
  • მემკვიდრეობით: სიწითლე შეიძლება იმ ადამიანებს განუვითარდეთ, რომელთაც კანის მეტისმეტად მგრძნობიარე სისხლძარღვები აქვთ. ეს თავისებურება შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს;
  • კანის დაბერებით - 25 წლიდან სიწითლისკენ კანის მიდრეკილება იზრდება;
  • ცივი ან ცხელი წყლით დაბანით;
  • ზედმეტად ინტენსიური ჰიგიენური და კოსმეტიკური პროცედურებით;
  • კანის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებებით;
  • კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადებით (ქრონიკული შეკრულობით, კუჭის წვენის მცირე მჟავიანობით, ჭიებით და სხვა).

ამიტომ არ გირჩევთ საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმას. შეცდომის თავიდან ასაცილებლად ჯობს იმთავითვე მიმართოთ ექიმს, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობის მეთოდსაც შეგირჩევთ. მკურნალობას თავდაპირველად ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები იწყებენ, ხოლო თუ თერაპიული საშუალებებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით პრობლემა ვერ მოგვარდა, საქმეში ქირურგია, კერძოდ,კი ენდოსკოპია ერთვება. ენდოსკოპის საშუალებით გადაჭრიან სიმპათიკურ ნერვს, რაც პრობლემის რადიკალური მკურნალობის გზას წარმოადგენს. მთავარია, თქვენს პრობლემას ისე არ შეხედოთ როგორც ორგანიზმის მოუცილებელ ფუნქციას; ის იკურნება და ამისთვის სადღეისოდ მრავალი ეფექტური მეთოდი არსებობს.

 

კატეგორია: კანი, კუნთები, ძვლები | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 3110 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 nika  
0
გამარჯობათ, მაინტერსებს ეს ოპერაცია რა ჯდება და მაინტერესებს რომელ ქალაქებშია შესაძძლებელი ოპერაციის ჩატარრება?

2 koba  
0
გამარჯობათ!
ერითროფობიის საბოლოო სამკურნალო მეთოდად (როდესაც მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპევტის მკურნალობა არაეფექტურია) გამოიყენება ოპერაციული მკურნალობა თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, იდეალური შედეგებით (95-98%). აღნიშნული ოპერაციები უკვე ერთ წელზე მეტია კეთდება ავერსის კლინიკაში, სადაც შეიქმნა და ფუნქციონირებს ჰიპერჰიდროზისა და ერთროფობიის მკურნალობის ცენტრი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს 239-98-88. მოხარული ვიქნები თქვენი დახმარებით.
პატივისცემით ცენტრის ხელმძღვანელი კობა სახეჩიძე

1 ირინა  
0
გამარჯობა ხომ ვერ მირჩევდით კარგ დერმატოლოგს ბლაშინგ- სინდრომის სამკურნალოდ ?რამოდენიმესთან ვიყავი და შედეგი არ ჩანს სამწუხაროდ .დიდი მადლობა წინასწარ.

სახელი *:
Email *:
კოდი *: