მთავარი » ფაილები » ქირურგია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.
ქირურგია | ნანახია: 4676 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

ორგანიზმში მიკრობთა გარედან შეჭრის (ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელი პირობაა კარიბჭის არსებობა, რაც უმთავრესად კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ხშირად ასეთი დაზიანება თვალით შეუმჩნეველია.


ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.

ქირურგია | ნანახია: 17224 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (3)

mkurnali.geადამიანები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ ორგანიზმისა და მისი ცალკეული ორგანოების გაახლებაზე. და აი, ეს დროც დადგა. შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაცია ორგანიზმის "რემონტის" შესახებ ადამიანის ოცნების ხორცშესხმაა. ამ სფეროში დიდი წინსვლის მიუხედავად, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. წინ გველის უამრავი აღმოჩენა, რომლებიც გადანერგვის ურთულეს საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის.
ქირურგია | ნანახია: 1878 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

mkurnali.geგანგრენა წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილთა ნეკროზს, იმავე კვდომას. ნეკროზი შეიძლება განიცადოს ორგანიზმის სხვადასხვა, გარესამყაროსთან როგორც უშუალოდ, ასევე ანატომიური არხებით დაკავშირებულმა ქსოვილმა (კანის, ფილტვების, ნაწლავების და სხვა ორგანოთა ქსოვილებმა). მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში.
ქირურგია | ნანახია: 1695 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

ქირურგია | ნანახია: 4195 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)