მთავარი » ფაილები » მამაკაცი

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგიდავით კობერიძე 
გვესაუბრება.

- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?
- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი)

მამაკაცი | ნანახია: 4703 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

საშარდე გზების ინფექცია

როგორია ჯანმრთელი თირკმლის ფუნქცია?
თირკმელს რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მათ შორის - სისხლის ფილტრაცია და ნარჩენი ნივთიერებების გამოყოფა, არტერიული წნევის რეგულაცია, სისხლში ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შენარჩუნება, სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების პროდუქცია.


მამაკაცი | ნანახია: 5070 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ურეთრიტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს

ვენერული დაავადებები, უფრო სწორად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად შარდვის პროცესის დარღვევის მიზეზად იქცევა. ამ დროს პაციენტები მტკივნეულ შარდვას უჩივიან. რატომ ხდება ასე?


ვენერული დაავადებით ინფიცირების შემდეგ არცთუ იშვიათად იჩენს თავს ურეთრიტის სიმპტომები - შარდვისას ქავილი და წვა. ურეთრიტი ურეთრის (შარდსადენი არხის) ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც.

მამაკაცი | ნანახია: 6055 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის, ლობიოს მარცვლის ფორმის წყვილი ორგანოს - თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდი ორგანიზმიდან საბოლოოდ შარდის ბუშტისა და შარდსადინარების საშუალებით გამოიყოფა. თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს

მამაკაცი | ნანახია: 1508 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რა ემუქრება მამაკაცს

მამაკაცის შარდსასქესო სისტემას მრავალი დაავადება ემუქრება. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა მშვილდაძე.


ბალანიტი და ბალანოპოსთიტი
- რა არის ბალანიტი და ბალანოპოსთიტი? რა საერთო აქვთ მათ ან რა განასხვავებთ ერთმანეთისგან?
- ბალანიტი ასოს თავის ანთებაა, ხოლო პოსტიტი - ასოს თავის მფარავი კანის, ჩუჩის, შიდა ფურცლის ანთება. ეს ორი დაავადება უმეტესად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ორივეს ერთად ბალანოპოსთიტს უწოდებენ.

მამაკაცი | ნანახია: 3419 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)