მთავარი » ფაილები » ნარკოლოგია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ნარკომანიის ისტორია

კოკა და კოკაინი
ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.

ნარკოლოგია | ნანახია: 1113 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ჩვენი დროის გლობალური პრობლემა

ნარკოტიკების მოხმარებას მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს არ ყოფილა მწვავე პრობლემა. ინდუსტრიამდელი ეპოქის საზოგადოებაში ნარკოტიკებს (ოპიუმის ყაყაჩო, შხამასოკო და სხვა) უმთავრესად რელიგიური რიტუალების დროს, ტკივილის გასაყუჩებლად და საბრძოლო ენერგიის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. საყოფაცხოვრებო ნარკომანია იშვიათი გახლდათ.


ნარკომანიის განვითარება
ევროპამ ნარკოტიკები (ჰაშიში და ოპიუმი) მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიცნო - ისინი იქ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიტანეს. ნარკოტიკები როგორც ტკივილგამაყუჩებელი და "ცნობიერების გამაფართოებელი" საშუალებები ძალზე პოპულარული გახდა, თუმცა თავდაპირველად მათ მხოლოდ ბოჰემური საზოგადოება მოიხმარდა.

ნარკოლოგია | ნანახია: 1377 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

მავნე ჩვევა თუ დაავადება

ნარკომანია დღეს უკვე აღარ მიიჩნევა მხოლოდ სამედიცინო პრობლემად. როგორია მისი ჭეშმარიტი არსი, როგორ დავიცვათ თავი და გარშემო მყოფები ამ საშინელი სენისგან? ამის შესახებ გვესაუბრება ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიდავით ვადაჭკორია.


- ბატონო დავით, ნარკომანია დაავადებაა თუ მავნე ჩვევა?
- სამედიცინო ნოზოლოგიათა მსოფლიო საერთაშორისო კლასიფიკაციით, დღეს ნარკომანია დაავადებად, მეტიც - უმძიმეს დაავადებად არის მიჩნეული. ეს არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელსაც პერიოდული გამწვავება, რეციდივი ახასიათებს

ნარკოლოგია | ნანახია: 2146 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

პათოლოგიური სიმთვრალე

მყავს 25 წლის ვაჟი. ცოლიანია. ბუნებით თვინიერია, არც სასმელს ეტანება თავისი ინიციატივით, მაგრამ სხვების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა (რაც ძნელი გასაკონტროლებელია). როცა დალევს, მიდრეკილია პათოლოგიური სიმთვრალისკენ. ჩემი მხრივ ლოცვას არ ვაკლებ. რას მირჩევთ წამლობის მხრივ? თქვენი იმედიღა დამრჩა.

ნარკოლოგია | ნანახია: 1172 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები

რას უქადის კაცობრიობის ფიზიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას ნარკოტიკები, ამის თაობაზე ჩვენს ჟურნალში არაერთი საინტერესო პუბლიკაცია დაბეჭდილა, ხოლო ერთ-ერთი ნომერი მთლიანად ნარკოტიკებს მიეძღვნა, ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა, არანაკლებ გავრცელებულ მავნე ჩვევებს მივაპყრობთ.

ნარკოლოგია | ნანახია: 1541 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)