მთავარი » ფაილები » ფიტოთერაპია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
დავეხმაროთ ერთმანეთს

უძილობისგან ნიორი გიხსნით
რამდენიმე წლის წინ დამეწყო კლიმაქსური მოვლენები. სხვა სიმპტომებთან ერთად დამჩემდა უძილობაც. დავიწყე საძილე საშუალებების სმა, მაგრამ მეორე დღეს გაბრუებული ვიყავი და ვეღარაფერს ვაკეთებდი, ამიტომ გადავწყვიტე, ბუნებრივ საშუალება მეცადა. ნიორის სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. ამ მცენარეს უძილობასთან ბრძოლის უნარიც ჰქონია.

ფიტოთერაპია | ნანახია: 1345 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

დავეხმაროთ ერთმანეთს!

თმის ცვენას ხახვი შეგიჩერებთ
ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე... ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.


ფიტოთერაპია | ნანახია: 1949 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

დავეხმაროთ ერთმანეთს

შევაჩეროთ კატარაქტა
ერთ დღეს თვალწინ ყვითელი ლაქები გამიჩნდა. მოგვიანებით მარჯვენა თვალში ციმციმი დამეწყო, თითქოს სხვადასხვა ფერის ელექტრულ სამკუთხედებს ვხედავდი. ეს დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა, მომდევნო 2 საათი კი თავის ტკივილი მტანჯავდა. შევამჩნიე, რომ ეს ამინდის ძლიერ ცვლილებას ემთხვეოდა. თავდაპირველად შაკიკი მეგონა, მაგრამ ექიმმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვა. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და გავარკვიე, რომ კატარაქტა ბროლის შემღვრევაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია და უმეტესად ასაკოვან ხალხს ემართება.

ფიტოთერაპია | ნანახია: 1459 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

დავეხმაროთ ერთმანეთს

ამერიკელებმა სტრეპტოკოკის გენომი გაშიფრეს
ამერიკელმა მეცნიერებმა სტრეპტოკოკის გენომი გაშიფრეს. სტრეპტოკოკი ადამიანისთვის ყველაზე საშიში ბაქტერიაა. სწორედ ის იწვევს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიც არის ტონზილიტი, ქუნთრუშა, სეფსისი, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მედიცინის განვითარებაში და დაეხმარება მეცნიერებს, შექმნან უფრო ეფექტური სამკურნალო საშუალება, ვიდრე ამჟამად არსებული მედიკამენტებია.

ფიტოთერაპია | ნანახია: 2051 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

დავეხმაროთ ერთმანეთს

თუ ჰაიმორიტმა შეგაწუხათ
რაც თავი მახსოვს, სურდო და გაჭედილი ცხვირი მაწუხებდა. არც კბილები მქონდა წესრიგში, განსაკუთრებით - ზედა. გავიზარდე და ყველა პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი: გავცივდებოდი თუ არა, საშინლად მტკივდებოდა შუბლი, მარჯვენა ნესტოდან ხან ლორწოვანი, ხან კი ჩირქოვანი გამონადენი მდიოდა. ამ მხარეს გამუდმებით ვგრძნობდი სიმძიმეს, დამეკარგა ყნოსვის შეგრძნებაც. მერე და მერე ტკივილი აუტანელი გახდა, ზოგჯერ კბილსა და საფეთქელსაც ჩაითრევდა ხოლმე. ხანდახან სიცხეც მიწევდა. გადამიღეს რენტგენი და დამისვეს ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი. მკურნალობამ, მართალია, შედეგი გამოიღო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თავის დასაზღვევად სურდოს პირველი ნიშნებისთანავე დამეწყო დაავადებასთან ბრძოლა.

ფიტოთერაპია | ნანახია: 1646 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)