თუ ჰაიმორიტმა შეგაწუხათ
რაც თავი მახსოვს, სურდო და გაჭედილი ცხვირი მაწუხებდა. არც კბილები მქონდა წესრიგში, განსაკუთრებით - ზედა. გავიზარდე და ყველა პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი: გავცივდებოდი თუ არა, საშინლად მტკივდებოდა შუბლი, მარჯვენა ნესტოდან ხან ლორწოვანი, ხან კი ჩირქოვანი გამონადენი მდიოდა. ამ მხარეს გამუდმებით ვგრძნობდი სიმძიმეს, დამეკარგა ყნოსვის შეგრძნებაც. მერე და მერე ტკივილი აუტანელი გახდა, ზოგჯერ კბილსა და საფეთქელსაც ჩაითრევდა ხოლმე. ხანდახან სიცხეც მიწევდა. გადამიღეს რენტგენი და დამისვეს ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი. მკურნალობამ, მართალია, შედეგი გამოიღო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თავის დასაზღვევად სურდოს პირველი ნიშნებისთანავე დამეწყო დაავადებასთან ბრძოლა.