მთავარი » ფაილები » ფიტოთერაპია

თმის ცვენას ხახვი შეგიჩერებთ
2012-04-10, 10:10 PM
დავეხმაროთ ერთმანეთს!

თმის ცვენას ხახვი შეგიჩერებთ
ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე... ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.



  • ქერტლი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში 1-2-ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2-3 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ თმაზე პირსახოცი და 1 საათის შემდეგ (თუ ცხიმიანი თმა გაქვთ - 2-3 საათის შემდეგ) თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
  • თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხეთ ხახვი. 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.
  • ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2 ჩაის კოვზი გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.


ხველისას სასარგებლოა თალგამი 
ნებისმიერი სახის ხველისგან გაგათავისუფლებთ თალგამი. ის უნდა გახეხოთ და ფენა-ფენა ჩადოთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში. თითოეულ ფენას უნდა მოაყაროთ 1 საჩაროზე კოვზი შაქარი. ასე უნდა აავსოთ ქილა და 24 საათით დადგათ სითბოში, დაახლოებით 20 გრადუსზე. მიღების წესი კი ასეთია: პატარებისთვის - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მოზრდილებისთვის კი 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

  • კოჟრებს არჩენს ხახვის ნაფცქვენი. ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში, კარგად ჩატენეთ და დაასხით იმდენი ღვინის ძმარი, რომ მთლიანად დაიფაროს. 2 კვირის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, კოჟრებზე დაიდოთ. სასურველია, ეს გააკეთოთ ღამით, ძილის წინ. გადაიხვიეთ ნაჭრით და დილამდე დაიტოვეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. რამდენიმე დღეში კოჟრები საერთოდ გაქრება.


წონის დაკლებისას იყავით ფრთხილად
ეს ამბავი ექვსი წლის წინ გადამხდა თავს. აღარც კი მახსოვს, ვინ მირჩია, რომ არსებობს აბები, რომელთა მეშვეობითაც წონას სწრაფად დაიკლებ. დაუფიქრებლად შევიძინე ეს აბები და გადავწყვიტე, ასე მომეცილებინა წლების განმავლობაში დაგროვილი ჭარბი კილოგრამები. რამდენიმე თვის შემდეგ თავი იჩინა ღვიძლის პრობლემებმა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ისევ დადგა დღის წესრიგში წონის დაკლების საკითხი... სასწაულმოქმედ აბებს თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე.

  • ორი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ ვიტარებდი სისხლის გამწმენდ კურსს: 1 ჭიქა ასკილი 10 წუთი უნდა ხარშოთ 1 ლიტრ წყალში, ქურიდან რომ გადმოდგამთ, ნახარშს უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ხმელი ქრისტესისხლა და 4 სადილის კოვზი სალბი, შეფუთოთ და 10-12 საათით დადგათ სითბოში. შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. სვამთ 20 დღე, შემდგომ ორი კვირა ისვენებთ და კურსს კიდევ ერთხელ იმეორებთ.

სისხლი მავნე მინარევებისგან იწმინდება და წონის დაკლებაც ადვილდება.


მოირჩინეთ ცისტიტი
აცივდებოდა თუ არა, შარდის ბუშტი თავს მახსენებდა: მეწყებოდა ხშირი შარდვა, ტკივილი და წვა შარდვის დროს. მოშარდვა ისე ხშირად მინდებოდა, რომ შინიდან, ფაქტობრივად, ვერ გავდიოდი. დამისვეს ცისტიტის დიაგნოზი, დამინიშნეს ანტიბიოტიკები. თითქოს მიშველა, მაგრამ შემცივდებოდა თუ არა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბოლოს ექიმმა მირჩია, ანტიბიოტიკებთან ერთად ხალხური საშუალებებიც მიმეღო - მითხრა, წამლის ეფექტს გააძლიერებსო. მართლაც, უკეთესობა ვიგრძენი. მინდა, ჩემ მიერ ნაცადი რეცეპტები თქვენც გაგაცნოთ.

  • სიმინდის ულვაშს ან ალუბლის ტოტებს დაასხით წყალი და ადუღეთ. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლი. სვით რამდენიმე დღე.
  • 200 გ ნიახურის ძირი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და ადუღეთ 2-3 წუთი, გააცივეთ, გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
  • 2-3 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ნედლ მატიტელას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ და რომ გაცივდება, მიიღეთ. სვით გამოჯანმრთელებამდე. ამ წამლის მიღება მიზანშეწონილია შარდის ბუშტში ქვიშისა და კენჭების არსებობის დროსაც.
  • აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტა და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში ერთხელ, საღამოს.

 

კატეგორია: ფიტოთერაპია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1949 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: