მთავარი » ფაილები » ფიტოთერაპია

თუ ჰაიმორიტმა შეგაწუხათ
2012-04-10, 10:07 PM
დავეხმაროთ ერთმანეთს

თუ ჰაიმორიტმა შეგაწუხათ
რაც თავი მახსოვს, სურდო და გაჭედილი ცხვირი მაწუხებდა. არც კბილები მქონდა წესრიგში, განსაკუთრებით - ზედა. გავიზარდე და ყველა პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი: გავცივდებოდი თუ არა, საშინლად მტკივდებოდა შუბლი, მარჯვენა ნესტოდან ხან ლორწოვანი, ხან კი ჩირქოვანი გამონადენი მდიოდა. ამ მხარეს გამუდმებით ვგრძნობდი სიმძიმეს, დამეკარგა ყნოსვის შეგრძნებაც. მერე და მერე ტკივილი აუტანელი გახდა, ზოგჯერ კბილსა და საფეთქელსაც ჩაითრევდა ხოლმე. ხანდახან სიცხეც მიწევდა. გადამიღეს რენტგენი და დამისვეს ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი. მკურნალობამ, მართალია, შედეგი გამოიღო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თავის დასაზღვევად სურდოს პირველი ნიშნებისთანავე დამეწყო დაავადებასთან ბრძოლა.

ჩემმა ექიმმა რამდენიმე შინაური რეცეპტი მასწავლა. მისი თანხმობით, სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენც:

  • ქერქიანად მოხარშეთ კარტოფილი, ნახარში გადაღვარეთ, მერე სახე ქვაბის ზემოთ დაიჭირეთ, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და კარტოფილის ორთქლი ისუნთქეთ.
  • აადუღეთ წყალი, ჩაასხით შიგ 1/2 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი, თავზე გადაიფარეთ და ისუნთქეთ.
  • აიღეთ მშრალი მენთოლი, გახსენით ადუღებულ წყალში, თავზე გადაიფარეთ და ისუნთქეთ, სანამ ქვაბიდან ორთქლის ამოსვლა არ შეწყდება.
  • ჰაიმორის ღრუების მიდამო შეგიძლიათ გაითბოთ მაგრად მოხარშული კვერცხით. ცხელი კვერცხები გაახვიეთ პირსახოცში, ცხვირის აქეთ-იქით დაიჭირეთ და გაციებამდე გააჩერეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ღამით.
  • პირშუშხას ფესვი კარგად გარეცხეთ, ზედა შრე მოაცალეთ და გახეხეთ. აიღეთ მესამედი ჭიქა პირშუშხა და დაამატეთY2-3 ლიმონის წვენი. გამოვა საკმაოდ სქელი, არაჟნისმაგვარი კონსისტენციის ნარევი. მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი დილით, ჭამიდან 20-25 წუთის შემდეგ. მკურნალობა 3-4 თვე გააგრძელეთ. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, დაავადების გამწვავებას არ დაელოდოთ. ორი წლის შემდეგ შეტევები შეწყდება.


პიელონეფრიტს ასე დაამარცხებთ
ჩემს შვილს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზამთრის ერთ ცივ დღეს იგი სკოლიდან გაყინული დაბრუნდა. სიცივე მთელ სხეულში ჰქონდა გამჯდარი. ვასვი ცაცხვის ჩაი, ფეხები თბილ აბაზანაში ჩავაყოფინე, დავზილე, მაგრამ არაფერმა უშველა. საღამოს სიცხე უკვე 39 გრადუსზე მაღალი ჰქონდა, შემცივნებას წელის ძლიერი ტკივილიც დაერთო. მეორე დილით თვალებიც შეუშუპდა. რას ვიზამდი, გამოვიძახე უბნის პედიატრი. მან მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გაგვგზავნა. იქ კარგა ხანს ვიმკურნალეთ ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, პერიოდულად ამის შემდეგაც ვიტარებდით მკურნალობის კურსს, მაგრამ ქრონიკული ნეფრიტი მაინც ჩამოყალიბდა. დროდადრო ბავშვს ექიმის დანიშნულებასთან ერთად, მისივე რჩევით, ბალახეულ პრეპარატებსაც ვაძლევდი. ასეთი მკურნალობა მართლაც ძალიან მოუხდა ჩემს ბიჭუნას. მინდა, ამ ხალხური მეთოდების საიდუმლო თქვენც გაგანდოთ:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა (დათვისკენკრა), დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. კარგია გლომერულონეფრიტის დროსაც.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა, დაასხით სამი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და დატოვეთ ნელ ცეცხლზე, სანამ სითხის მესამედი არ აორთქლდება. მიიღეთ სამ ულუფად დღის განმავლობაში.
  • 30-50 გ მინდვრის შვიტას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. კარგი იქნება, თუ აბაზანებსაც გაიკეთებთ.
  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ სამყურას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კატეგორია: ფიტოთერაპია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1648 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: