მთავარი » ფაილები » ფიტოთერაპია

უძილობისგან ნიორი გიხსნით
2012-04-10, 10:11 PM
დავეხმაროთ ერთმანეთს

უძილობისგან ნიორი გიხსნით
რამდენიმე წლის წინ დამეწყო კლიმაქსური მოვლენები. სხვა სიმპტომებთან ერთად დამჩემდა უძილობაც. დავიწყე საძილე საშუალებების სმა, მაგრამ მეორე დღეს გაბრუებული ვიყავი და ვეღარაფერს ვაკეთებდი, ამიტომ გადავწყვიტე, ბუნებრივ საშუალება მეცადა. ნიორის სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. ამ მცენარეს უძილობასთან ბრძოლის უნარიც ჰქონია.

 

  • აიღეთ 70 გრამი ნიორი, დანაყეთ, დაამატეთ 5 ცალი ლიმონის წვენი, ქილას თავი ორფა დოლბანდით მოუკარით და სიგრილეში დადგით. ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. პარალელურად 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ არყის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და მთელი დღე გააჩერეთ. საღამოს გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის ნაყენი. მიიღეთ ძილის წინ. ნაყენი შეინახეთ მაცივარში, დოლბანდით პირმოკრული ქილით.


მუწუკებსა და ფერიმჭამელებს ქრისტესისხლას ნაყენი უხდება
ჩემს გოგონას გარდატეხის ასაკში სახეზე უხვი გამონაყარი გაუჩნდა. წავიყვანე ექიმთან, გავუკეთე ანალიზები, დაუნიშნეს მკურნალობა. პირველ ხანებში შედეგი თითქოს იყო, მაგრამ საბოლოოდ სახე მაინც არ გაეწმინდა. მეგობარმა ქრისტესისხლას ნაყენი მირჩია. შედეგი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა. გთავაზობთ რეცეპტს.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გააჩერეთ 6 საათი და გადაწურეთ. ღამით, დაწოლამდე 15 წუთით ადრე გაიკეთეთ ამ ხსნარის საფენები. შედეგი 5 დღეში შესამჩნევი გახდება.
  • კარგია ქრისტესისხლას წვენიც - დროდადრო სახეზე უნდა წაისვათ და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ. თავდაპირველად მუწუკებმა შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ მეორე-მესამე წასმის შემდეგ აუცილებლად გაგივლით.


ბაყაყურას თესლი ჰეპატიტის წამალია
რამოდენიმე წლის წინ ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავიტარე. სულ სხვა მიზეზით, მაგრამ პასუხმა აჩვენა, რომ ვირუსული ჰეპატიტი მქონდა. არაფერი მაწუხებს, მაგრამ პერიოდულად სისხლის ანალიზს ვიკეთებ და რეგულარულად ვიმოწმებ ღვიძლის ფუნქციას. ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შემადგენლობაში, როგორც წესი, შედის სილიმარინი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენებური ბაყაყურა. წამლები ძალიან ძვირია, მათი ყიდვის საშუალება არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, ბაყაყურას თესლის ნაყენი თავად მომემზადებინა და მიმეღო. შედეგით კმაყოფილი დავრჩი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

  • აიღეთ 30 გრამი ბაყაყურას თესლი, დაფქვით, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი წყალი არ აორთქლდება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი საათში ერთხელ დილის 8-იდან 20 საათამდე. მკურნალობის კურსი 21 დღეა. ამის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.


სალბისა და კრაზანას მალამო ნახეთქების წამალია
თბილისთან ახლოს აგარაკი მაქვს. ერთ დღეს მეზობელს გავყევი ნაკვეთის გასამარგლად. ნამგალი მთელი დღე არ გამიშვია ხელიდან. შედეგად ხელები დამისკდა და დამიწყლულდა. წვამ და ტკივილმა მთელი ღამე არ მომასვენა. დილით ჩემი გასაჭირი მეზობელს გავუმხილე, რომელმაც თავისი მომზადებული მალამო მომცა და მოგვიანებით მისი რეცეპტიც მასწავლა. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • აიღეთ კრაზანასა და სალბის ფოთლები თანაბარი რაოდენობით და გამდნარ ღორის ქონში გასრისეთ. გაწურეთ დოლბანდში. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ქილაში და ნახეთქებისა და ბებერების დროს ხელებზე ისვით.
კატეგორია: ფიტოთერაპია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1344 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: