მთავარი » ფაილები » სტომატოლოგია

კითხვები სტომატოლოგს
2012-04-10, 10:00 PM
კითხვები სტომატოლოგს

ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველები საფოსტო ყუთებისა თუ ვებგვერდის საშუალებით უამრავ კითხვას გვიგზავნიან. მრავალი მათგანი სტომატოლოგიის საკითხებს ეხება. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უწინდებურად არ კარგავს აქტუალობას, მით უმეტეს, რომ ბევრს სტომატოლოგთან მისვლის შიში ჯერაც ვერ გადაულახავს, ამიტომ მკითხველებს, ბუნებრივია, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებთ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ თელავის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ სტომატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ნანა ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ.

 

კბილის ფესვები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

ვარ 21 წლის. ორი კბილი საერთოდ არ მაქვს, მხოლოდ ფესვები მაქვს დარჩენილი, არ მტკივა, სტომატოლოგთან მისვლისგან თავს ვიკავებ იმიტომ, რომ ძალიან მეშინია. საშიშია ეს თუ არა? რაიმე დაავადება ხომ არ დამემართება? მაინც გაფუჭებულია ფესვები...

შეიძლება თუ არა, ორ- ან სამფესვიანი კბილის ფესვის დაბჟენისას მხოლოდ ერთ ფესვში მოიკლას ნერვი, დანარჩენში კი დარჩეს, თუ ასეთი რამ დაუშვებელია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში და კბილის მკურნალობისას აუცილებლად ყველა ფესვის ნერვის მოკვლა ხდება? იგივე კითხვა მაქვს დაბჟენის თაობაზე - მაგალითად, ორ ან სამფესვიანი კბილის დაბჟენისას ყველა ფესვი უნდა გაიხსნას და დაიბჟინოს თუ მხოლოდ ერთი ფესვის დაბჟენაც შეიძლება?


- ქალბატონო ნანა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ იქნებ ეს თემა უფრო მეტად გავავრცოთ:

  • როცა ადამიანს კბილი არ აქვს - მხოლოდ ფესვი აქვს დარჩენილი, რატომ არის აუცილებელი მისი დაბჟენა, თუნდაც არ სტკიოდეს?
  • როცა ფესვი არ არის დაბჟენილი და არც ტკივილი შეიგრძნობა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნერვი მასში მკვდარია?
  • თუ ადამიანი არ აპირებს კბილების ჩასმას, მაგრამ ღრძილებში ჩარჩენილი აქვს ფესვები, რა ჯობს - ამოიღოს ეს ფესვები თუ დაიბჟინოს და სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდეს? ხომ არ ემუქრება მას რაიმე გართულება?


ექიმის პასუხი
- თუ კბილის ფესვი არ ექვემდებარება მკურნალობას, საჭიროა მისი ექსტრაქცია, ვინაიდან ის ინფექციის კერაა. ფესვის არხის დამუშავება და დაბჟენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არხი ბოლომდე არ დაიბჟინა, კბილის ფესვის მწვერვალზე შესაძლოა წარმოიშვას ქრონიკული ინფექციის კერა (პერიოდონტიტი). საჭირო გახდება ძვირადღირებული ხიდისებური კონსტრუქციების მოხსნა, ექიმის შეცდომის შედეგად მიღებული გართულების აღმოფხვრა, განმეორებითი მკურნალობა და უკიდურეს შემთხვევაში - კბილის ამოღებაც კი. სხვადასხვა კბილს სხვადასხვა რაოდენობის ფესვის არხი აქვს და თითოეული ამ არხთაგანი უნდა მოიძებნოს, დამუშავდეს და დაიბჟინოს. ფესვის არხის მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: არხთან კარგად მიდგომის ჩამოყალიბებას და მის მექანიკურ დამუშავებას. არხი ანტისეპტიკურად მუშავდება და საჭირო ზომამდე ფართოვდება. განისაზღვრება მისი სიგრძე. ხსნარების საშუალებით ხდება მისი მედიკამენტური დამუშავება. ხსნარებს აქვს ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება. უკანასკნელი ეტაპია ფესვის არხის დაბჟენა. არხების დასაბჟენად გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მასალები, რომელთა არჩევანი დღეს ძალზე ფართოა. პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, შესაძლოა თუ არა, ვერ მოხერხდეს ნერვის ამოღება. შესაძლოა, მაგრამ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება - მაშინ, როცა ფესვის არხები არ არის გამავალი. ასეთ დროს ექიმი სპეციალური პასტების გამოყენებით ატარებს ნერვის მუმიფიკაციას.


- ფესვების და, საზოგადოდ, კბილების დაბჟენისას სტომატოლოგები ხშირად ამბობენ: "აქ უმჯობესია სარჩული გავაკეთოთ". რას ნიშნავს ეს? რა არის ეს სარჩული? რა მასალაა? ჩვეულებრივი ბჟენისგან განსხვავდება თუ არა? მხოლოდ ფესვებს უკეთდება თუ კბილს? კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს დაწვრილებით განუმარტავთ მკითხველს.
- განასხვავებენ სამკურნალო და საიზოლაციო სარჩულებს. სამკურნალო სარჩული გამოიყენება პულპაზე ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩანაცვლებითი დენტინის ჩალაგებისა და პულპის დენტინური საფარის მინერალიზაციის გასაძლიერებლად (ოდონტობლასტების სტიმულაციის საშუალებით). კარიესულ ღრუში შეაქვთ კალციუმის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატები. ამ უკანასკნელთა გამოხატული ტუტე რეაქციის გამო ქვეითდება პH, ეს კი აუმჯობესებს პულპის სისხლმომარაგებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ჩანაცვლებითი დენტინის ინტენსიური ჩალაგება. ვინაიდან სამკურნალო სარჩულს არ გააჩნია დენტინთან ადჰეზიის უნარი, არ შეიძლება სარჩულით კარიესული ღრუს მთელი ფსკერის დაფარვა. საკმარისია სამკურნალო სარჩულის ერთი წვეთის მოთავსება პულპის რქის პროექციის ადგილზე ან კარიესული ღრუს ყველაზე ღრმა წერტილში. მასალის გამყარების შემდეგ ადებენ იონომერული ცემენტის სარჩულს და აწარმოებენ დაბჟენას ჩვენების მიხედვით. თითქმის ყველა სახის მუდმივ საბჟენ მასალას შეუძლია გააღიზიანოს კბილის პულპა. აღნიშნული ფაქტორის გამო იყენებენ საიზოლაციო სარჩულებს.


ორსულობა და სტომატოლოგიური პრობლემები

ვარ 35 კვირის ორსული. ბოლო დღეებში შემაწუხა კბილის ტკივილმა, მაინტერესებს, თუ შეიძლება კბილის დაბჟენა ან ნერვის მოკვლა, თუ ჯობია, მოვითმინო და მშობიარობის მერე ვიმკურნალო? ლაქტაციის პერიოდში თუ შეიძლება მკურნალობა?

ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ: შეიძლება თუ არა ორსულისთვის ნერვის მოკვლა, ან კიდევ ლაზერით კბილის დაბჟენა ანუ ე. წ. ჰელიობჟენის გაკეთება? ვარ 27 კვირის ორსული.


- ქალბატონო ნანა, ორსულები მართლაც ბევრს გვწერენ, ასე რომ, იქნებ დაწვრილებით შეეხოთ ამ თემას, აუხსნათ მათ, რომ პირის ღრუს მოწესრიგება არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია, ან რატომ არ არის საშიში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი? და კიდევ  - შეიძლება თუ არა ანესთეზიის გაკეთება ორსულებისთვის და თუ შეიძლება - რომელი მედიკამენტებით? ასევე - ყოველგვარ ბჟენს იყენებთ თუ არა?


კატეგორია: სტომატოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 2995 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: