მთავარი » ფაილები |
სულ კატალოგში მასალაა: 56 ნაჩვენებია მასალა: 1-10 |
გვერდები: 1 2 3 4 5 6 » |
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარესამყაროს მოწყვეტილი ვარ. ავადმყოფური სიმორცხვე და მორიდება ხელს მიშლის გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ცოტა ხნის წინ დედა გავხდი. ბავშვს მარტო ვზრდი. რა ხდება ჩემს თავს? თეა, 25 წლის
|
ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს. ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე. |
ორგანიზმში მიკრობთა გარედან შეჭრის (ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელი პირობაა კარიბჭის არსებობა, რაც უმთავრესად კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ხშირად ასეთი დაზიანება თვალით შეუმჩნეველია.
|
ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ ორგანიზმისა და მისი ცალკეული ორგანოების გაახლებაზე. და აი, ეს დროც დადგა. შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაცია ორგანიზმის "რემონტის" შესახებ ადამიანის ოცნების ხორცშესხმაა. ამ სფეროში დიდი წინსვლის მიუხედავად, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. წინ გველის უამრავი აღმოჩენა, რომლებიც გადანერგვის ურთულეს საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის. |
განგრენა წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილთა ნეკროზს, იმავე კვდომას. ნეკროზი შეიძლება განიცადოს ორგანიზმის სხვადასხვა, გარესამყაროსთან როგორც უშუალოდ, ასევე ანატომიური არხებით დაკავშირებულმა ქსოვილმა (კანის, ფილტვების, ნაწლავების და სხვა ორგანოთა ქსოვილებმა). მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში. |
თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ. |
კანის გადანერგვას დიდი ხნის ისტორია აქვს. საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ საქართველოშიც, სადაც კანის გადანერგვის წარმატებული ოპერაციები უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანის მდგომარეობა, ღრმა თერმული თუ სხვა სახის ტრავმისას კანის აღდგენის საშუალება რომ არ ჰქონდეს. კანის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძეგვესაუბრება. |
მაქვს ჭარბთმიანობის პრობლემა, რის გამოც მუდმივ დისკომფორტს განვიცდი. გამიჩნდა კომპლექსები. ვიცი, რომ არსებობს თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდი. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო?
|
ჩემს 8 თვის შვილს დაუსვეს ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი. რა დაავადებაა ეს და რით განსხვავდება დიათეზისგან? როგორ მოვიქცე?
|