მთავარი » ფაილები » ფიტოთერაპია

შევაჩეროთ კატარაქტა
2012-04-10, 10:09 PM
დავეხმაროთ ერთმანეთს

შევაჩეროთ კატარაქტა
ერთ დღეს თვალწინ ყვითელი ლაქები გამიჩნდა. მოგვიანებით მარჯვენა თვალში ციმციმი დამეწყო, თითქოს სხვადასხვა ფერის ელექტრულ სამკუთხედებს ვხედავდი. ეს დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა, მომდევნო 2 საათი კი თავის ტკივილი მტანჯავდა. შევამჩნიე, რომ ეს ამინდის ძლიერ ცვლილებას ემთხვეოდა. თავდაპირველად შაკიკი მეგონა, მაგრამ ექიმმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვა. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და გავარკვიე, რომ კატარაქტა ბროლის შემღვრევაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია და უმეტესად ასაკოვან ხალხს ემართება.

მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობდით, კატარაქტა ხანში შესულებს იმიტომ ემართებათ, რომ მომავალში სასიხარულოს ვეღარაფერს ხედავენო. ასეა თუ ისე, რაკი არსებობს დაავადება, აუცილებელია მისი მკურნალობაც, ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი. თავდაპირველად, ახლობლების რჩევით, თვალში თაფლის ჩაწვეთება დავიწყე. თაფლი აქტიური ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც ძალზე სასარგებლოა კატარაქტისა და გლაუკომის საწყის სტადიაში. 7-10 დღის განმავლობაში ყოველ დილით ქვედა ქუთუთოში 1 წვეთი ნატურალური თაფლი უნდა ჩაიწვეთოთ, შემდეგ 1 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ. ასე განაგრძეთ, ვიდრე უკეთესობას არ შეამჩნევთ. გაფრთხილებთ, პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, თაფლის ჩაწვეთების შემდგომ თვალი წითლდება, ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ თეთრი აკაციის თაფლი, რომელიც ნივთიერებათაAცვლასაც ააქტიურებს და, ამასთან, ნაკლებალერგიულია. როგორც კატარაქტის, ასევე ნებისმიერი სხვა ტიპის მხედველობის დაქვეითებისას ძალზე სასარგებლოა დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის სმა, თუ, რა თქმა უნდა, ჰიპერტონიული დაავადება ამაში ხელს არ გიშლით. პარალელურად აუცილებელია ასეთი პროცედურების ჩატარებაც: მწვანე ჩაის ნახარშში უნდა დაასველოთ ბამბის 4 ტამპონი, თბილი ტამპონები დაიდოთ თვალებზე 2-3 წუთით, შემდგომ მოიშოროთ და თვალებზე ყინულის კუბები დაიდოთ. ასე უნდა შეუნაცვლოთ ერთმანეთს ჩაის საფენები და კუბები 2-3-ჯერ. პროცედურა ყინულის კუბებით უნდა დაამთავროთ. ერთი კვირა იტარებთ პროცედურას, ერთი კვირა ისვენებთ. იმეორებთ 7-9-ჯერ, მდგომარეობისამებრ. კურსის გამეორება შეგიძლიათ 6 თვის შემდეგ. არ დაიზაროთ, იმკურნალეთ და ბურუსი აუცილებლად გაიფანტება.


ხურტკმელი თავის ტკივილს დაგიამებთ
თავის ტკივილს ისე მივეჩვიე, 2-3 დღე თუ არ შემაწუხებდა, მიკვირდა კიდეც. სისხლძაღვების ხშირმა სპაზმებმა სიცოცხლე გამიმწარა. ყველაფერი სტუდენტობის დროიდან დაიწყო, როდესაც მეგობრებს ავყევი და თამბაქოს წევა დავიწყე. მართალია, კარგა ხანია, ამ მავნე ჩვევას თავი დავანებე, მაგრამ თავის ტკივილებს დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ძლიერი თავის ტკივილის დაამება მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელი იყო, რომ არა ერთი შემთხვევა. ზაფხულში მეგობარმა რამდენიმე დღით აგარაკზე მიმიპატიჟა. კარგა ხანი იყო, ქალაქიდან არ გავსულიყავი, ამიტომ განსაკუთრებულ გუნებაზე დავდექი. სუფთა ჰაერთან ერთად არც ნატურალური პროდუქტები გვაკლდა. შევამჩნიე, რომ ძლიერ მიზიდავდა კენკრა. იმდენ ხურტკმელს ვჭამდი, მეგობარი გავაკვირვე, თუმცა მისი გაკვირვება ჩემსას რას შეედრებოდა, როდესაც რამდენიმე დღემ ისე გაიარა, თავი არ ამტკივებია. ხურტკმელს უფრო მეტად მივეტანე, თანაც წამოვიღე და მისგან მურაბა მოვხარშე. თავის ტკივილმა საგრძნობლად მიკლო. საკმარისია ვიგრძნო, რომ ისევ მეწყება, მაშინვე ვსვამ ჩაის ხურტკმლის მურაბით და ტკივილიც უკან იხევს. გარდა ამისა, ხურტკმელი აძლიერებს ნაწლავების მუშაობას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდასაც უწყობს ხელს.


გაიუმჯობესეთ ყნოსვა
ეჭვგარეშეა, რომ ყნოსვა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ მანამდე ვერ ვაცნობიერებთ, ვიდრე ყნოსვის უნარს არ დავკარგავთ. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ყნოსვით მხოლოდ არომატებს კი არ შევიგრძნობთ, არამედ ეს ფიზიოლოგიური ფუნქცია მოქმედებს სუნთქვის რიტმზე, კუნთების აღგზნების ხარისხზე, ტვინის და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობაზე. ამ რამდენიმე ხნის წინ კი შევიტყვე, რომ სუნებით ზოგიერთი დაავადების მკურნალობაც კი შეიძლება. ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი, მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების ხშირმა გამოყენებამ ცხვირში არსებული ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებმაც ყნოსვის აღდგენაში დიდი დახმარება გამიწია.

  • უნდა აიღოთ 10 გრამი პროპოლისი და 50 გრამი ნაღების კარაქი, 2 საათით ჩადგათ წყლის აბაზანაში, გაწუროთ, გააცივოთ, დაამზადოთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდოთ ცხვირში.

სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთის განმავლობაში მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც. გაფრთხილებთ: საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.


კატეგორია: ფიტოთერაპია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1462 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: