მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 56
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 5 6 »

ფსიქოლოგიური დახმარება

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარესამყაროს მოწყვეტილი ვარ. ავადმყოფური სიმორცხვე და მორიდება ხელს მიშლის გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ცოტა ხნის წინ დედა გავხდი. ბავშვს მარტო ვზრდი. რა ხდება ჩემს თავს? თეა, 25 წლის


გქონიათ შინაგანი სიცარიელის, შფოთვის, მოუსვენრობის, დაუცველობის, საკუთარი თავის სიბრალულის განცდა? თუ გქონიათ, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება მდგომარეობა, რომელსაც მარტოსულობას უწოდებენ. მარტოობას უჩივიან ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ოჯახის პატრონებიც და მარტოხელებიც, პროფესიონალურად რეალიზებული ადამიანებიც და ისინიც, ვინც კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია.

ფსიქონევროლოგია | ნანახია: 2204 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (2)

ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.
ქირურგია | ნანახია: 4666 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

ორგანიზმში მიკრობთა გარედან შეჭრის (ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელი პირობაა კარიბჭის არსებობა, რაც უმთავრესად კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ხშირად ასეთი დაზიანება თვალით შეუმჩნეველია.


ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.

ქირურგია | ნანახია: 17220 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (3)

mkurnali.geადამიანები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ ორგანიზმისა და მისი ცალკეული ორგანოების გაახლებაზე. და აი, ეს დროც დადგა. შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაცია ორგანიზმის "რემონტის" შესახებ ადამიანის ოცნების ხორცშესხმაა. ამ სფეროში დიდი წინსვლის მიუხედავად, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. წინ გველის უამრავი აღმოჩენა, რომლებიც გადანერგვის ურთულეს საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის.
ქირურგია | ნანახია: 1875 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

mkurnali.geგანგრენა წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილთა ნეკროზს, იმავე კვდომას. ნეკროზი შეიძლება განიცადოს ორგანიზმის სხვადასხვა, გარესამყაროსთან როგორც უშუალოდ, ასევე ანატომიური არხებით დაკავშირებულმა ქსოვილმა (კანის, ფილტვების, ნაწლავების და სხვა ორგანოთა ქსოვილებმა). მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში.
ქირურგია | ნანახია: 1677 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

ქირურგია | ნანახია: 4177 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-11 | კომენტარი (0)

კანის გადანერგვა

კანის გადანერგვას დიდი ხნის ისტორია აქვს. საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ საქართველოშიც, სადაც კანის გადანერგვის წარმატებული ოპერაციები უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანის მდგომარეობა, ღრმა თერმული თუ სხვა სახის ტრავმისას კანის აღდგენის საშუალება რომ არ ჰქონდეს. კანის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძეგვესაუბრება.

კანი, კუნთები, ძვლები | ნანახია: 1963 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

თმიანი საფარველი და ესთეტიკა

მაქვს ჭარბთმიანობის პრობლემა, რის გამოც მუდმივ დისკომფორტს განვიცდი. გამიჩნდა კომპლექსები. ვიცი, რომ არსებობს თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდი. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო?


ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმები ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს.

კანი, კუნთები, ძვლები | ნანახია: 1252 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ატოპიური დერმატიტი

ჩემს 8 თვის შვილს დაუსვეს ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი. რა დაავადებაა ეს და რით განსხვავდება დიათეზისგან? როგორ მოვიქცე?


პრობლემა სახელად ატოპიური დერმატიტი ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა ხალხში მას დიათეზის სახელით უფრო იცნობენ. სტატისტიკის თანახმად, ეს დაავადება ჩვილ ბავშვთა 25%-ს აღენიშნება. დიათეზი სიცოცხლის პირველ თვეებში იჩენს თავს როგორც ალერგიული რეაქცია ხელოვნურ თუ მეძუძური დედის მიერ მიღებულ საკვებზე. პირველი გამოვლენის შემდეგ იგი პერიოდულად მწვავდება და თავს ახსენებს პაწიასა და მის დედიკოს.

კანი, კუნთები, ძვლები | ნანახია: 2037 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)


არ შუახნის ქალი, ქუსლებზე მაქვს ნახეთქები და გაუხეშებული კანი, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. გთხოვთ, ხალხური საშუალებებიდან რამე მირჩიოთ სამკურნალოდ.


დახეთქილი ქუსლები მხოლოდ უსია

როგორ მოვირჩინოთ დახეთქილი ქუსლები

მოვნო შესახედავი კი არ არის, არამედ ფიზიკურ დისკომფორტსაც იწვევს. ტკივილის გამო ადამიანს ზოგჯერ სიარულიც კი უჭირს. ქუსლები, ჩვეულებრივ, კანის მომეტებული სიმშრალის გამო სკდება.

კანი, კუნთები, ძვლები | ნანახია: 2289 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)