მთავარი » ფაილები |
სულ კატალოგში მასალაა: 56 ნაჩვენებია მასალა: 21-30 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 » |
ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი როდია. რაციონის შეზღუდვა და ფიტნესკლუბში კალორიების გაძლიერებული დაწვა საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს.
|
ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ანტიბიოტიკების მიღება რომ არ დასჭირვებოდეს. მოსალოდნელია თუ არა ამ პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქცია? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი გართულებები? რჩევისთვის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ ალერგოლოგს ირინა დიდმანიძეს მივმართეთ. |
მწვავე ალერგიული დაავადებების განვითარების მექანიზმებზე, მათი მიმდინარეობის თავისებურებებსა და მართვის პრინციპებზე გვესაუბრება "ჯანმრთელობის სახლის" ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორიბაია ბეზარაშვილი: - ალერგია თანამედროვე მედიცინის გლობალური პრობლემაა. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტს აწუხებს ატოპიის ანუ ალერგიისადმი გენეტიკური განწყობის რომელიმე კლინიკური გამოვლინება. |
დღეს, როცა ალერგიას ყველა კარგად იცნობს, ხშირად კითხულობენ: მაინც რომელი წამალია ყველაზე ეფექტური ალერგიის დროს, რომელი მათგანის მიღება ჯობს? მოდი, მიმოვიხილოთ ალერგიის დროს რეკომენდებული მედიკამენტები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ ამ კითხვას. ანტიალერგიული ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ასუსტებენ ორგანიზმის რეაქციას ალერგენების მიმართ ან ბლოკავენ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას - ჰისტამინს. ანტიალერგიული საშუალებები სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმით გამოდის - ტაბლეტის, კაფსულის, სითხის, ცხვირის სპრეის, თვალის წვეთების, მალამოსა თუ საინექციო ფხვნილის/ხსნარის სახით. საზღვარგარეთ მათი ნაწილი თავისუფლად იყიდება, ნაწილის შეძენა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი. |
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც შვილი ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი? რა ვაჭამოთ პატარას, ავცრათ თუ არა, როდის და როგორ ვასეირნოთ, რომ ალერგიისგან დავიცვათ? ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება.
|
პოლინოზი ალერგიული დაავადებაა. ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს. დაავადებას თივის ცხელებას უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. პოლინოზის განვითარების რისკფაქტორებია ალერგიით (ატოპიით) დატვირთული გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები ხარობენ და ბავშვის ადრეული გადაყვანა ძროხის რძით კვებაზე. |
უძილობისგან ნიორი გიხსნით |
თმის ცვენას ხახვი შეგიჩერებთ |
შევაჩეროთ კატარაქტა |
ამერიკელებმა სტრეპტოკოკის გენომი გაშიფრეს |