მთავარი » ფაილები » მედიცინის სიახლენი

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

ზამთარი გაციების გარეშე იშვიათად ჩაივლის. გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ ხველა მისი მუდმივი თანამგზავრია. როგორ ავაცილოთ ბავშვს თავიდან შემაწუხებელი ხველა? ამის შესახებ პედიატრი მაკა შარაშენიძე გვესაუბრება.


- გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ არსებობს საერთო ნიშნებიც, რომელთა მიხედვით მისი ამოცნობა ადვილია:

მედიცინის სიახლენი | ნანახია: 1368 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

კანის მოვლა აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ პროცედურებს: გაწმენდას, კვებას, დატენიანებას, დაცვასა და სტიმულაციას. მოვლის ძირითადი ეტაპები ყველა ტიპის კანისთვის სტანდარტულია. ინდივიდუალურად უნდა შევარჩიოთ მხოლოდ მოვლის საშუალებები. ყველა პროცედურა უნდა ჩავიტაროთ არა მარტო სახეზე, არამედ დეკოლტეს ზონაშიც. ფარისებრი ჯირკვლის არეს არ უნდა შევეხოთ, მხოლოდ წყალი შევისხათ. არც დეკოლტეს ზონის ქვედა ნაწილს ვეხებით, რადგან აქ სარძევე ჯირკვლებია. კანის კვება 25 წლიდან უნდა დავიწყოთ - ამ ასაკიდან რეგენერაციის პროცესი ნელდება და უჯრედები "საშენ მასალას" ითხოვს. კანის სტიმულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წლიდან, როდესაც ირღვევა ელასტინოკოლაგენური კომპლექსი, ჩნდება ღრმა ნაოჭები და სახეც ჯანსაღ ელფერს კარგავს. ახალგაზრდა კანს მასტიმულირებელი და მკვებავი კრემები არ სჭირდება, მაგრამ მისთვისაც აუცილებელია სწორი, ყოველდღიური და ღრმა გასუფთავება.
მედიცინის სიახლენი | ნანახია: 1187 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ალბათ, მრავალ თქვენგანს გაუგონია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც პაციენტი, ვთქვათ, მტკივანი კბილის მკურნალობისას, ნოვოკაინის ან მისი მსგავსი რომელიმე პრეპარატის ჩხვლეტისთანავე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილა და ექიმებს მისი გადარჩენა ვერ მოუხერხებიათ, ან ახლობლისგან მოგისმენიათ ამბავი, რომ მისი ნაცნობი ფუტკრებმა დაკბინეს და მძიმე ალერგიული რეაქციისგან მისი დახსნა ძლივს მოხერხდა. ყოველივე ამაში ბრალი მიუძღვის ორგანიზმის ანაფილაქსიურ რეაქციას, რომლის შესახებაც საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის ექიმი, რეანიმატოლოგითამაზ ფოცხვერია გვესაუბრება.
მედიცინის სიახლენი | ნანახია: 1343 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

იმ რაიონებში დაბადებულ ბავშვებს, სადაც აქტიური საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობაა, მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული გენეტიკური ცვლილებების გამო ასთმის განვითარების დიდი ალბათობა აქვთ. მეცნიერებმა შეისწავლეს ნიუ-იორკში დაბადებულ ახალშობილთა ჭიპლარის სისხლი და მასში აღმოაჩინეს ასთმის ახალი ბიომარკერი - ეპიგენეტიკური ცვლილებები CSL3 გენში, რომლის გაჩენა მკვლევრებმა მშობიარობამდელ პერიოდში პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების ზემოქმედებას დაუკავშირეს. ეს ქიმიური ნივთიერებები საწვავის არასრული წვის პროდუქტებია და კიბოსა და ასთმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ.
მედიცინის სიახლენი | ნანახია: 1070 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ე ვიტამინი უძილობისას მეხსიერებას აუმჯობესებს
საიდუმლო არ არის, რომ უძილობა ნეგატიურად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე. რამდენიმე ხნის წინ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ E ვიტამინს უძილობისას მეხსიერების გაუმჯობესება შესძლებია. ცნობილია, რომ E ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ამცირებს ისეთი გარეგანი ფაქტორების არასასურველ გავლენას, როგორებიცაა დაბინძურებული ჰაერი, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა. გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.
მედიცინის სიახლენი | ნანახია: 4171 | რამოტვირთვები: 150 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (1)