მთავარი » ფაილები » დიეტოლოგია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 5
ნაჩვენებია მასალა: 1-5

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
მწყრის კვერცხი და მისი სასარგებლო თვისებები

მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს. ამის დამადასტურებელი ცნობებით მდიდარია ეგვიპტური პაპირუსები და ძველისძველი ჩინური რეცეპტები. მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხზე მოთხოვნილება წინათ რატომღაც უფრო ნაკლები იყო. მრავალ ქვეყანაში ის ეგზოტიკურ პროდუქტად მიიჩნეოდა. დღეს კი მწყრის კვერცხი განსაკუთრებით პოპულარულია და რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების ნებისმიერ სუპერმარკეტში თავისუფლად იყიდება

დიეტოლოგია | ნანახია: 1627 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

პროდუქტები, რომლებიც კიბოსგან გვიცავს

სპეციალისტთა დაკვირვებით, არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნებიან: გრეიპფრუტი, ბროკოლი, ჭარხალი, შოკოლადი და ა.შ. ისინი არა მხოლოდ გემრიელ საკვებს წარმოადგენენ, არამედ ძალიან საჭირო და სასარგებლოცაა. ეს პროდუქტები აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში, გახსოვდეთ, ისინი კიბოსგან დაგიცავენ.


დიეტოლოგია | ნანახია: 1486 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ბრინჯი

ბრინჯი რამდენიმენაირია: თეთრი, მურა-წაბლისფერი და ველური. ჩვენ კერძებს უმეტესად თეთრი ბრინჯისგან ვამზადებთ, თუმცა მურა და ველური ჯიშები გაცილებით სასარგებლოდ მიიჩნევა. ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლო აზიაა - თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონები. აზიის თითოეული მკვიდრი წელიწადში საშუალოდ 150 კგ ბრინჯს მიირთმევს. აღმოსავლეთში მას ბუნებრივი არომატის შესანარჩუნებლად არც მარილს უმატებენ და არც სანელებლებს. ევროპაში ბრინჯი გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ის ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა და მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ. თანდათან ბრინჯი ევროპაშიც ერთ-ერთ ძირითად საკვებად იქცა, თუმცა, აზიისგან განსხვავებით, იქ სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს.

დიეტოლოგია | ნანახია: 1556 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები

ზეითუნის ზეთი მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციაზე. სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან ზეითუნის ზეთი იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ.


ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

დიეტოლოგია | ნანახია: 3662 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

სიმსუქნის შენიღბული მიზეზები

ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი როდია. რაციონის შეზღუდვა და ფიტნესკლუბში კალორიების გაძლიერებული დაწვა საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს.


ქრონიკული გამოუძინებლობა
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

დიეტოლოგია | ნანახია: 1115 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)