მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 56
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 »

როგორ ცხოვრობენ ადამიანები

გთხოვთ, მოგვითხროთ ერითროფობიის შესახებ. ვიცი, რომ მის სამკურნალოდ კეთდება ოპერაცია. მაინტერესებს, სად აკეთებენ მას და რა ჯდება. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს.


ბლაშინგ-სინდრომი სახის მოულოდნელი გაწითლებაა, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგია. როგორ ცხოვრობენ ადამიანები "წითელი სახით"? ვისაც ეს არ გამოუცდია, მას მხოლოდ შეუძლია ივარაუდოს

კანი, კუნთები, ძვლები | ნანახია: 3112 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (3)

ნარკომანიის ისტორია

კოკა და კოკაინი
ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.

ნარკოლოგია | ნანახია: 1116 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ჩვენი დროის გლობალური პრობლემა

ნარკოტიკების მოხმარებას მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს არ ყოფილა მწვავე პრობლემა. ინდუსტრიამდელი ეპოქის საზოგადოებაში ნარკოტიკებს (ოპიუმის ყაყაჩო, შხამასოკო და სხვა) უმთავრესად რელიგიური რიტუალების დროს, ტკივილის გასაყუჩებლად და საბრძოლო ენერგიის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. საყოფაცხოვრებო ნარკომანია იშვიათი გახლდათ.


ნარკომანიის განვითარება
ევროპამ ნარკოტიკები (ჰაშიში და ოპიუმი) მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიცნო - ისინი იქ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიტანეს. ნარკოტიკები როგორც ტკივილგამაყუჩებელი და "ცნობიერების გამაფართოებელი" საშუალებები ძალზე პოპულარული გახდა, თუმცა თავდაპირველად მათ მხოლოდ ბოჰემური საზოგადოება მოიხმარდა.

ნარკოლოგია | ნანახია: 1381 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

მავნე ჩვევა თუ დაავადება

ნარკომანია დღეს უკვე აღარ მიიჩნევა მხოლოდ სამედიცინო პრობლემად. როგორია მისი ჭეშმარიტი არსი, როგორ დავიცვათ თავი და გარშემო მყოფები ამ საშინელი სენისგან? ამის შესახებ გვესაუბრება ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიდავით ვადაჭკორია.


- ბატონო დავით, ნარკომანია დაავადებაა თუ მავნე ჩვევა?
- სამედიცინო ნოზოლოგიათა მსოფლიო საერთაშორისო კლასიფიკაციით, დღეს ნარკომანია დაავადებად, მეტიც - უმძიმეს დაავადებად არის მიჩნეული. ეს არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელსაც პერიოდული გამწვავება, რეციდივი ახასიათებს

ნარკოლოგია | ნანახია: 2150 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

პათოლოგიური სიმთვრალე

მყავს 25 წლის ვაჟი. ცოლიანია. ბუნებით თვინიერია, არც სასმელს ეტანება თავისი ინიციატივით, მაგრამ სხვების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა (რაც ძნელი გასაკონტროლებელია). როცა დალევს, მიდრეკილია პათოლოგიური სიმთვრალისკენ. ჩემი მხრივ ლოცვას არ ვაკლებ. რას მირჩევთ წამლობის მხრივ? თქვენი იმედიღა დამრჩა.

ნარკოლოგია | ნანახია: 1175 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები

რას უქადის კაცობრიობის ფიზიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას ნარკოტიკები, ამის თაობაზე ჩვენს ჟურნალში არაერთი საინტერესო პუბლიკაცია დაბეჭდილა, ხოლო ერთ-ერთი ნომერი მთლიანად ნარკოტიკებს მიეძღვნა, ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა, არანაკლებ გავრცელებულ მავნე ჩვევებს მივაპყრობთ.

ნარკოლოგია | ნანახია: 1547 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

მწყრის კვერცხი და მისი სასარგებლო თვისებები

მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს. ამის დამადასტურებელი ცნობებით მდიდარია ეგვიპტური პაპირუსები და ძველისძველი ჩინური რეცეპტები. მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხზე მოთხოვნილება წინათ რატომღაც უფრო ნაკლები იყო. მრავალ ქვეყანაში ის ეგზოტიკურ პროდუქტად მიიჩნეოდა. დღეს კი მწყრის კვერცხი განსაკუთრებით პოპულარულია და რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების ნებისმიერ სუპერმარკეტში თავისუფლად იყიდება

დიეტოლოგია | ნანახია: 1634 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

პროდუქტები, რომლებიც კიბოსგან გვიცავს

სპეციალისტთა დაკვირვებით, არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნებიან: გრეიპფრუტი, ბროკოლი, ჭარხალი, შოკოლადი და ა.შ. ისინი არა მხოლოდ გემრიელ საკვებს წარმოადგენენ, არამედ ძალიან საჭირო და სასარგებლოცაა. ეს პროდუქტები აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში, გახსოვდეთ, ისინი კიბოსგან დაგიცავენ.


დიეტოლოგია | ნანახია: 1490 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ბრინჯი

ბრინჯი რამდენიმენაირია: თეთრი, მურა-წაბლისფერი და ველური. ჩვენ კერძებს უმეტესად თეთრი ბრინჯისგან ვამზადებთ, თუმცა მურა და ველური ჯიშები გაცილებით სასარგებლოდ მიიჩნევა. ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლო აზიაა - თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონები. აზიის თითოეული მკვიდრი წელიწადში საშუალოდ 150 კგ ბრინჯს მიირთმევს. აღმოსავლეთში მას ბუნებრივი არომატის შესანარჩუნებლად არც მარილს უმატებენ და არც სანელებლებს. ევროპაში ბრინჯი გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ის ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა და მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ. თანდათან ბრინჯი ევროპაშიც ერთ-ერთ ძირითად საკვებად იქცა, თუმცა, აზიისგან განსხვავებით, იქ სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს.

დიეტოლოგია | ნანახია: 1562 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები

ზეითუნის ზეთი მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციაზე. სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან ზეითუნის ზეთი იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ.


ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

დიეტოლოგია | ნანახია: 3683 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)