მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 56
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 »

დავეხმაროთ ერთმანეთს

თუ ჰაიმორიტმა შეგაწუხათ
რაც თავი მახსოვს, სურდო და გაჭედილი ცხვირი მაწუხებდა. არც კბილები მქონდა წესრიგში, განსაკუთრებით - ზედა. გავიზარდე და ყველა პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი: გავცივდებოდი თუ არა, საშინლად მტკივდებოდა შუბლი, მარჯვენა ნესტოდან ხან ლორწოვანი, ხან კი ჩირქოვანი გამონადენი მდიოდა. ამ მხარეს გამუდმებით ვგრძნობდი სიმძიმეს, დამეკარგა ყნოსვის შეგრძნებაც. მერე და მერე ტკივილი აუტანელი გახდა, ზოგჯერ კბილსა და საფეთქელსაც ჩაითრევდა ხოლმე. ხანდახან სიცხეც მიწევდა. გადამიღეს რენტგენი და დამისვეს ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი. მკურნალობამ, მართალია, შედეგი გამოიღო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თავის დასაზღვევად სურდოს პირველი ნიშნებისთანავე დამეწყო დაავადებასთან ბრძოლა.

ფიტოთერაპია | ნანახია: 1649 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

mkurnali.ge”რედაქცია ხშირად იღებს კითხვებს ვინირებისა და კერამიკული ჩანართების შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, სტომატოლოგიის ამ მეთოდებისთვის საგანგებო სტატია დაგვეთმო. მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ”ელიტა მედის” ექიმი სტომატოლოგი ლია ქურჩიშვილი.


- ქალბატონო ლია, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე. რას გულისხმობს ეს ცნება?
სტომატოლოგია | ნანახია: 2266 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან

სტომატოლოგთან სიარული არავის უყვარს. ხშირად ექიმთან მანამდე არ მივდივართ, სანამ კბილის ტკივილი უკიდურესად არ შეგვაწუხებს. რა გასაკვირია, რომ ეს პროცედურა ბავშვისთვისაც არასასიამოვნო იყოს. მაგრამ, აი, რას გვირჩევენ სტომატოლოგები: ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ კბილის ექიმთან სიარულს და არა მხოლოდ კბილების ატკივების შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც, ასევე - კბილის ჯაგრისისა თუ პასტის შესარჩევად და სხვა. გვესაუბრება სტომატოლოგი თამარ წერეთელი.

სტომატოლოგია | ნანახია: 2026 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

როგორ შევინარჩუნოთ კბილების სიჯანსაღე

ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის კლინიკური დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაშიძე.


სტომატოლოგია | ნანახია: 1293 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

კითხვები სტომატოლოგს

ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველები საფოსტო ყუთებისა თუ ვებგვერდის საშუალებით უამრავ კითხვას გვიგზავნიან. მრავალი მათგანი სტომატოლოგიის საკითხებს ეხება. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უწინდებურად არ კარგავს აქტუალობას, მით უმეტეს, რომ ბევრს სტომატოლოგთან მისვლის შიში ჯერაც ვერ გადაულახავს, ამიტომ მკითხველებს, ბუნებრივია, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებთ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ თელავის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ სტომატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონნანა ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ.

სტომატოლოგია | ნანახია: 2999 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

პაროდონტიტი და მისი მკურნალობის მეთოდები

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესო მიმართულებაა. ის კბილის საფიქსაციო აპარატის - პაროდონტის დაავადებათა  მკურნალობასა და პროფილაქტიკას მოიცავს. საკუთრივ პაროდონტს ქმნის ღრძილი, პერიოდონტი, ალვეოლების ძვლოვანი ქსოვილი, კბილის იოგოვანი აპარატი ანუ ყველა ის ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს კბილს და კბილბუდეში მის ფიქსაციას უზრუნველყოფს. პაროდონტის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შორის აღსანიშნავია გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი. ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება პაროდონტიტსა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე შევაჩეროთ. ჩვენი სტუმარია სტომატოლოგიური კლინიკა "დენტოკლუბის" ექიმი, პირის ღრუს ქირურგი, იმპლანტოლოგი გალაქტიონ მახვილაძე.

სტომატოლოგია | ნანახია: 2221 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

უცნაურია, მაგრამ პირველი სიყვარული ბავშვის მომავალ ბედს განსაზღვრავს, ამიტომ დაეხმარეთ შვილს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მოგვარებაში.

პატარა ბავშვის პირველ სიყვარულს სერიოზულად არავინ ეკიდება, თუმცა მშობლებს თავიანთი პირველი სიყვარული ხშირად მთელი სიცოცხლე ახსოვთ. როდის მოხდება სასწაული, არავინ იცის. ზოგჯერ ადამიანები სიყვარულს დიდხანს ელიან, გრძნობა კი გულს არ ეკარება, მაგრამ ხდება პირიქითაც... ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბაღის ბავშვებს ერთმანეთი "უყვართ". ზოგი ამ სიყვარულით ერთობა, ზოგი კი ცდილობს, სატრფოს თავისი გრძნობა დაანახოს: მიაქვს მისთვის სათამაშოები, კანფეტები...

პედიატრია | ნანახია: 1742 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ბავშვთა ინფექციები გაზაფხულზე

- რით აიხსნება ეს ყველაფერი?
- გუნება-განწყობილების ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ენდოკრინული სისტემის მიერ გამოყოფილი ჰორმონების სეზონური დისბალანსი;
  • ორგანიზმის ახალ ტალღაზე გადაწყობა;
  • გაზაფხულის სეზონური ავიტამინოზი.
პედიატრია | ნანახია: 1643 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელთა ცვლილებები და მათი მნიშვნელობა

ფიზიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლების ცვლილება ორგანიზმზე გარეგანი და შინაგანი არასასურველი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. უმეტესად სწორედ ნორმიდან გადახრაა ამა თუ იმ დაავადების პირველი გამოვლინება და იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვის ყოველმხრივი გამოკვლევაა საჭირო. რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ დროულად მიაქციოს ყურადღება ამა თუ იმ მაჩვენებლის ცვლილებას? გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.

პედიატრია | ნანახია: 11219 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (1)

ბავშვის კვება 1 წლიდან

ჩემი შვილი 1 წლისა და 4 თვისაა. ჭამის დროს დაიწყო ჭირვეულობა, არ უნდა ის საკვები, რომელსაც ვთავაზობთ, ცდილობს, თვითონ, თავისი ხელით ჭამოს. გთხოვთ გვითხრათ, როგორ უნდა იკვებებოდეს 1 წლის შემდეგ პატარა, რა პროდუქტი შეიძლება მივცეთ ამ ასაკში.


1 წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი უნარი იზრდება, სულ უფრო და უფრო იხვეწება გემოვნებითი შეგრძნებები. კბილები პატარას უკვე ამოსული აქვს, საღეჭი კუნთებიც - განვითარებული. ასე რომ, შეგვიძლია, ბავშვის მენიუ გავამრავალფეროვნოთ, თხიერი და ნახევრად თხიერი 

პედიატრია | ნანახია: 7730 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)