მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 56
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 »

დღენაკლული ჩვილის კვება

ჩემი შვილი დაიბადა 2000 გ, დღენაკლული. არის 3 თვის, წონას იმატებს. ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ რძე ცოტა მაქვს. რა შეიძლება დამატებით მივცე?


დღენაკლული ბავშვის კვება რთული ამოცანაა. ეს განპირობებულია, ერთი მხრივ, ენერგიისა და საკვების გაძლიერებული მოთხოვნილებით, მეორე მხრივ კი საჭმლის სუსტი მონელებით, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტული უმწიფრობის ბრალია. ნორმალური წონის დროულ ახალშობილს პირველად დაბადებიდან 6-12 საათის შემდეგ კვებავენ, დღენაკლული ბავშვი კი, მისი საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა 24-36 საათიც კი დატოვონ საკვების გარეშე და მხოლოდ აუცილებელი ოდენობის სითხის შეყვანას დასჯერდნენ.

პედიატრია | ნანახია: 2076 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგიდავით კობერიძე 
გვესაუბრება.

- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?
- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი)

მამაკაცი | ნანახია: 4705 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

საშარდე გზების ინფექცია

როგორია ჯანმრთელი თირკმლის ფუნქცია?
თირკმელს რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მათ შორის - სისხლის ფილტრაცია და ნარჩენი ნივთიერებების გამოყოფა, არტერიული წნევის რეგულაცია, სისხლში ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შენარჩუნება, სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების პროდუქცია.


მამაკაცი | ნანახია: 5073 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ურეთრიტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს

ვენერული დაავადებები, უფრო სწორად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად შარდვის პროცესის დარღვევის მიზეზად იქცევა. ამ დროს პაციენტები მტკივნეულ შარდვას უჩივიან. რატომ ხდება ასე?


ვენერული დაავადებით ინფიცირების შემდეგ არცთუ იშვიათად იჩენს თავს ურეთრიტის სიმპტომები - შარდვისას ქავილი და წვა. ურეთრიტი ურეთრის (შარდსადენი არხის) ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც.

მამაკაცი | ნანახია: 6059 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის, ლობიოს მარცვლის ფორმის წყვილი ორგანოს - თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდი ორგანიზმიდან საბოლოოდ შარდის ბუშტისა და შარდსადინარების საშუალებით გამოიყოფა. თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს

მამაკაცი | ნანახია: 1511 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

რა ემუქრება მამაკაცს

მამაკაცის შარდსასქესო სისტემას მრავალი დაავადება ემუქრება. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა მშვილდაძე.


ბალანიტი და ბალანოპოსთიტი
- რა არის ბალანიტი და ბალანოპოსთიტი? რა საერთო აქვთ მათ ან რა განასხვავებთ ერთმანეთისგან?
- ბალანიტი ასოს თავის ანთებაა, ხოლო პოსტიტი - ასოს თავის მფარავი კანის, ჩუჩის, შიდა ფურცლის ანთება. ეს ორი დაავადება უმეტესად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ორივეს ერთად ბალანოპოსთიტს უწოდებენ.

მამაკაცი | ნანახია: 3423 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (0)

ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები

ქალის სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები ზოგჯერ უნაყოფობის, სამშობიარო ძალების სისუსტის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მუცლადყოფნის პერიოდში სიკვდილიანობის მატების (განსაკუთრებით - თუ ორსულობა არ მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობით) მიზეზად იქცევა. ზოგიერთი მათგანი ორსულობას ხელს არ უშლის, ზოგჯერ კი ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ხდება შესაძლებელი. განვითარების ამ ანომალიებს ხშირად ორსულობის დროს აღმოაჩენენ. მათ მიეკუთვნება საშვილოსნოს ტიხარი, ერთრქიანი და ორრქიანი საშვილოსნო, გაორებული საშვილოსნო და გაორებული საშო. რა პრობლემებს უქმნის ქალებს ეს პათოლოგიები? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს სოფიო ჯაშს ვესტუმრეთ.

ქალი | ნანახია: 4390 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (1)

ორსულობა და ვირუსული ინფექციები

ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი, გრიპი, წითურა. რა გავლენას ახდენს ეს და სხვა ვირუსები ქალის ორგანიზმზე ორსულობის დროს, განწირულია თუ არა მაშინ ბავშვი ორსულის ინფიცირებებისას, ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს, ალეკო დიაკონიძეს




ქალი | ნანახია: 8601 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (2)

ორსულობა პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის დროს

ორსულთა ექსტრაგენიტალიურ პათოლოგიებს შორის თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ორგანიზმში და რა გართულებებია მოსალოდნელი პიელო- და გლომერულონეფრიტით დაავადების შემთხვევაში, ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან გინეკოლოგ სოფიო ჯაშსმივმართეთ.


- ქალბატონო სოფიო, თავდაპირველად გავიხსენოთ, რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის საშარდე ორგანოებში

ქალი | ნანახია: 7577 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (3)

ვიტამინები და მინერალები ორსულობისას

ყოველი ორსული ოცნებობს, ჯანმრთელი და ძლიერი შვილი გაუჩნდეს. რა როლი ეკისრება ნაყოფის განვითარებისთვის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რა შეიძლება გამოიწვიოს მათი ცვლის დარღვევამ? ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალთა მე-10 კონსულტაციის მეან-გინეკოლოგსმზია დევდარიანს მივმართეთ.


ქალი | ნანახია: 4124 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: ika-gabe | თარიღი: 2012-04-10 | კომენტარი (1)